in

Twitter- ი პოლიტიკოსებისთვის ახალ სტანდარტებს დააწესებს

სოციალური მედიის პლატფორმა Twitter- ი  საზოგადოებრივ გამოკითხვას ჩაატარებს, რათა ახალი პოლიტიკა შეიმუშაოს მსოფლიო ლიდერებისთვის, რომლებიც საიტის წესებს არღვევენ.

„პოლიტიკოსები და მთავრობის წარმომადგენლები მუდმივად ვითარდებიან და ჩვენს მომსახურებას  იყენებენ. ამიტომაც გვინდა, რომ Twitter– ზე ჩვენი პოლიტიკა შენარჩუნდეს და საზოგადოების საუბრის სიჯანსაღე დავიცვათ“ 

ნათქვამია Twitter– ის მიერ გამოქვეყნებულ ახალ ბლოგში

კვლევა 12 აპრილის ჩათვლით ყველა რესპონდენტისთვის ხელმისაწვდომი იქნება და 14 ენაზე ჩატარდება.

„საბოლოოდ, ჩვენი მიზანია გვქონდეს ისეთი პოლიტიკა, რომელიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს აბალანსებს და გლობალურ კონტექსტს განიხილავს, რომელშიც ჩვენ ვმუშაობთ“ 

აცხადებს Twitter– ი

კომპანია ასევე აღნიშნავს, რომ  პლატფორმისთვის ახალი პოლიტიკის შესაქმნელად ადამიანის უფლებათა ექსპერტებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და აკადემიურ საზოგადოებასთან კონსულტაციის პროცესშია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

როგორ გავხდეთ კარგი აღმასრულებელი დირექტორი?

„მასტერშეფი“ პირველ არხზე 4 აპრილს იწყება