in

1-ლი აპრილიდან ძველი სანომრე ნიშნით მანქანით გადაადგილებისას მფლობელი დაჯარიმდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 1-ლი აპრილიდან ძველი სანომრე ნიშნით მანქანით გადაადგილებისას მფლობელი დაჯარიმდება

როგორც უწყებაში განმარტავენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 2014 წლიდან დაიწყო ახალი დიზაინის სანომრე ნიშნების გაცემა და მაშინვე გამოცხადდა ნომრების შეცვლის ბოლო ვადა — კონკრეტული თარიღი 2020 წლის სექტემბერი, თუმცა კორონავირუსისგავრცელების პრევენციული ღონისძიებების გათვალისწინებით, ეს ექვსწლიანი ვადა გახანგრძლივდა და მიმდინარე წლის 31 მარტის ჩათვლით განისაზღვრა.

შსს-ს ინფორმაციითვე, მიუხედავად იმისა, რომ ძველ სანომრე ნიშნებს 021 წლის 1-ლი აპრილიდან იურიდიული ძალა უწყდებათ, ნებისმიერ მოქალაქეს აღნიშნული თარიღის შემდეგაც შეეძლება კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნები შეცვალოს სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში სატრანსპორტო საშუალების მოყვანის და დათვალიერების გარეშე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

საქართველო დღეს „დედამიწის საათის“ მსოფლიო კამპანიას შეუერთდება

31 მარტი მარიოს სიკვდილის დღედ გამოცხადდა