in

ვაქცინაციის დამადასტურებელი ელექტრონული პასპორტები რეალობად იქცა

აშშ-ში გამოჩნდა ელექტრონული პასპორტები, რომლითაც მოქალაქეებს შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ ან ვაქცინირებულები არიან, ან კოვიდტესტირების შემდგომ, ნეგატიური პასუხი მიიღეს.

ელექტრონული პასპორტი, სავარაუდოდ, ბევრ ბიუროკრატიულ პროცესს გაამარტივებს და სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრება QR კოდის დასქრინვით ან ციფრული საფულის გამოყენებით იქნება შესაძლებელი. ეს ფუნქცია როგოგრც Android-ის, ასევე iOS-ის მოწყობილობებზე ყენდება.

 კოვიდპასპორტებს უკვე ითხოვს დაწესებულებებისა და ქვეყნების ნაწილი. მაგალითისთვის, Madison Square Garden-ში ამ დოკუმენტის გარეშე ადამიანები შესვლას ვერ შეძლებენ.

ჯერჯერობით, ვაქცინაციის პასპორტები ნებაყოფილობითია, თუმცა, მისი არქონა, სავარაუდოდ, სხვადასხვა სოციალურ თუ ეკონომიკურ დაბრკოლებას წარმოქმნის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ვაქცინა სულ 4 924-მა ადამიანმა გაიკეთა

ვიზუალური წარმოსახვის გარეშე ხალხის შეშინება რთულია – კვლევა