29 მარტის მონაცემებით, კორონავირუსის ვაქცინა, ჯამში, 4 924-მა ადამიანმა გაიკეთა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
დღიურად აცრილთა რაოდენობა არის 70.
საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორ აცრას – AstraZeneca-სა და Pfizer-ს შორის შეუძლიათ არჩევანის გაკეთება. ასევე, უახლოეს დღეებში ჩინური წარმოების ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს, რის შემდეგაც „სინოფარმის“ მოწოდება საქართველოსთვისაც გახდება შესაძლებელი.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაიცვალა 14 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 280 472 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 272 601 გამოჯანმრთელდა, 3 765 კი გარდაიცვალა.
Loading…