in

გზა პასტორობიდან მხატვრობამდე – ვან გოგის პორტრეტი

1853 წლის  30 მარტს პოსსტიმპრესიონისტთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხატვარი – ვინსენტ ვან გოგი დაიბადა.  დღეს მის შესახებ რამდენიმე ნაცნობ თუ უცნობ  ფაქტს გაგაცნობთ.

 დავიწყოთ შემოქმედებით – საინტერესოა, რომ ვინსენტს ხატვა 27 წლამდე არ დაუწყია. მეტიც, არასდროს მიუღია ამ კუთხით ფორმალური განათლება და, საერთოდ, თეოლოგიას ეუფლებოდა.  1878–1879 წლებში ბელგიაში პასტორიც იყო, თუმცა,  მშრომელთა ინტერესების დაცვის ნიადაგზე კონფლიქტი მოუვიდა ეკლესიის მესვეურებთან და რელიგიური მოღვაწის  კარიერაზე ხელი საბოლოოდ აიღო. 

ცნობილია,რომ ვან გოგი ერთ ნახატს 36 საათს ანდომებდა.  ანუ, კვირაში, დაახლოებით, ორ ხელოვნების ნიმუშს ქმნიდა. მიუხედავად იმისა, რომ  ჯამში 10  წელი გაგრძელდა მისი  სამხატვრო კარიერა, 900-ზე მეტი ნახატისა და 1 100-ზე  მეტი  ქაღალდზე შესრულებული ნამუშევარის დატოვება შეძლო. სხვადასხვა ინფორმაციის  თანახმად, თავის სიცოცხლეში ერთადერთი ნახატი გაყიდა. ფაქტია, რომ ვან გოგის შედევრებმა აღიარება მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ მოიპოვა.

დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი- „ვარსკვლავებიანი ღამე” ვან გოგმა ფსიქიატრიულ  საავადმყოფოში მყოფმა დახატა.  სხვათა შორის, ეს  ნახატი 53.9 მილიონ დოლადარად გაიყიდა. ამბობენ, რომ მხატვარმა გაუცნობიერებლად აღბეჭდა პლანეტა ვენერა. ალბერტ ბოიმემ აღადგინა, თუ როგორ გამოიყურებოდა ღამის ცა 1889 წლის 19 ივნიის, როდესაც ეს ნახატი შეიქმნა.

ზოგადად, ვან გოგი ეპილეფსიით იყო დაავადებული, რომელსაც პერიოდული კრუნჩხვები და შემოტევები ახასიათებს. მას ასევე დაუდგინდა ჰიპერგრაფია, აკვიატებული მიდრეკილება ინტენსიური წერისადმი, რაც, ვინსენტის შემთხვევაში, ხატვის დაუოკებელ სურვილში გამოიხტა.

რაც შეეხება  ვან გოგისა და  ყურის ცნობილ ამბავს.   ამაზე სხვადასხვა  მოსაზრება არსებობს და, რთულია, გადაჭრით რომელიმე თვალსაზრისის მტკიცება.

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად,  1888 წელს  მან ყური არლის ყვითელ სახლში გოგენთან კამათის დროს მოიჭრა. 

ზოგიერთ ისტორიკოსს ასევე სჯერა, რომ ვან გოგს ყური თავად პოლ გოგენმა მოაჭრა და გაიქცა. ვან გოგმა კი, სიმართლე დამალა და მეგობარი ციხეში ჩაჯდომას აარიდა.

საბოლოოდ, რაც დანამდვილებით ვიცით, არის ის, რომ ვან გოგმა მოჭრილი ყური ასანთის კოლოფში შეფუთა და მეგობარ სექსმუშაკ ქალს უსახსოვრა.

რაც შეეხება გარდაცვალებას – მან ერთ-ერთი ვერსიით, სიცოცხლე  თვითმკვლელობით დაასრულა .  თუმცა,  მკვლევართა ნაწილს მიაჩნია, რომ ეს თავდასხმა იყო. ასევე, ერთ-ერთ ვერსიაზე დაყრდნობით,  ის ორმა ბიჭუნამ შემთხვევით, იარაღით დაჭრა. რაც ზუსტად ვიცით, არის ის, რომ ვან გოგი ცეცხლსასროლი იარაღით მკერდში მიღებული ჭრილობისგან გარდაიცვალა, რადგან სისხლისგან დაიცალა.

   მისი ძმის – თეოს თქმით, ვან გოგის ბოლო ასეთი სიტყვები იყო „სევდა სამუდამოდ გაგრძელდება”.                                                                                                                                 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

დონალდ ტრამპმა საკუთარი ვებგვერდი შექმნა

ფეისბუქის ახალი ფუნქცია – როგორ გავაკონტროლოთ წინასწარ, ვის შეეძლოს ჩვენს პოსტებზე დაკომენტარება