ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარი ვებგვერდი შექმნა – 45office.com.
ტრამპი ამიერიდან საკუთარ ამომრჩევლებთან ამ გზით აპირებს კომუნიკაციას.
„დონალდ ტრამპის ოფისი ტრამპის ადმინისტრაციის ბრწყინვალე მემკვიდრეობის შენარჩუნებას ცდილობს. ამასთან, პროგრამას ავითარებს“, – ნათქვამია ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მოქალაქეებს ვებგვერდით საშუალება ექნებათ დონალდ ტრამპს საკუთარი აზრები გაუზიარონ, ასევე მიწვევა გაგზავნონ რომელიმე ღონისძიებაზე.
Loading…