in

Netflix-ის 10 საუკეთესო ფილმი

თუკი არ იცით მოწყენილობისგან, რითი დაკავდეთ ან უქმეები როგორ გაიმრავალფეროვნოთ, გთავაზობთ Netfix-ის 10 საუკეთესო ფილმს, რომელთა ყურებაც ონლაინ შეგიძლიათ.

Mank

დევიდ ფინჩერის შავ-თეთრი ფილმი Mank სცენარისტ ჰერმან მანკიევიჩზეა, რომელიც ორსონ უელს ლეგენდარულ ფილმ Citizen Kane-ის სცენარის დაწერაში დაეხმარა.

Pieces of a Woman

ეს ფილმი, დიდი ალბათობით, ცრემლებს მოგღვრით. Pieces of aWoman ემოციური ფილმია, რომელიც მელანქოლიაში გადაგიშვებთ.

Enola Holmes

სატელევიზიონ შოუ Fleabag-ის რეჟისორის მიერ გადაღებულ ფილმში, Stranger Thing-ისა და Superman-ის ვარსკვლავები, მილი ბობი ბრაუნი და ჰენრი კავილი იღებენ მონაწილეობას.

Marriage Story

ნოა ბაუმახის ფილმი წყვილის განქორწინების შესახებ მოგვითხრობს ისტორიას. Marriage Story-ში სკარლეტ იოჰანსონი და ადამ დრაივერი თავიანთი კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო შესრულებას გვთავაზობენ.

The Irishman

ეს არის 3 საათიანი კრიმინალური დრამა, სადაც ირლადიელი საკუთარი  მაფიოზური ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. მარტინ სცორსეზეს ამ ფილმში ისეთ ლეგენდარულ მსახიობებს შეხვდებით, როგორებიც არიან რობერტ დე ნირო, ალ პაჩინო და ჯო პეში.

Roma

ალფონსო კუარონის ნახევრად-ავტობიოგრაფიული ნამუშევარი კოლონია რომაზე გვიყვება, რომელიც მეხიკოს ერთ-ერთ სამეზობლოს ისტორიაზეა.

The Two Popes

ეს არის ბიოგრაფიული დრამა პაპ ბენედიქტ XVI-ისა და კარდინალ ხორხე მარიო ბერგოლიოს შესახებ, ვატიკანში გახმაურებული სკანდალის შემდეგ.

I Lost My Body

ჯილდოს მფლობელი ფრანგული ანიმაციური ფილმი ლაბორატორიის მაცივრიდან გამოფრენილი მოჭრილი ხელით იწყება.

Athlete A

Athlete A არის ამერიკული დოკუმენტური ფილმი სპორტულ ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდი სკანდალის შესახებ. ახალგაზრდა ამერიკელი გიმნასტების შეურაცხყოფის ამბავს The Indianapolis Star-ის ჟურნალისტები იძიებენ.

ATHLETE A Maggie Nichols in ATHLETE A. Cr. NETFLIX © 2020

წყარო: cnet.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0
მეცნიერებმა კბილების ხელახალი გაზრდის მეთოდს მიაგნეს

მეცნიერებმა კბილების ხელახალი გაზრდის მეთოდს მიაგნეს

ჰაკერებმა Facebook-ის 533 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემები მოიპარეს