ლენს კარლსონი, 34 წლის გეოლოგი, ცოლთან და ქალიშვილთან ერთად ავსტრალიაში, ქალაქ დანსბოროს სანაპიროზე ისვენებდა, როდესაც მან გიგანტური რვაფეხა დაინახა. გადაწყვიტა, არსება ახლოდან დაენახა, ცალ ხელში 2 წლის ქალიშვილი ეკავა, მეორე ხელში კი – ტელეფონი.
მოგვიანებით, როდესაც ლენს კარლსონმა წყალში შეცურვა გადაწყვიტა, ფიქრობდა, რომ რვაფეხა აღარსად იყო. თუმცა, როგორც ამ არსებებს სჩვევიათ, ახლომახლოს იყო ჩასაფრებული. New York Times-თან ინტერვიუში კარლსონმა განაცხადა, რომ ეს იყო „ყველაზე შემზარავი რვაფეხა“.
რვაფეხამ ახალგაზრდა გეოლოგს კისერზე, ზურგსა და ხელებზე შეუტია.
ჯუდიტ პანგორი, ორეგანოს უნივერსიტეტის რვაფეხების მკვლევარი, New York Times-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ რვაფეხას აგრესია გასაკვირი არ არის. ზოგჯერ ისინი უმიზეზოდაც ესხმიან თავს თევზებს.
წყარო: futurism.com
სხვა სიახლეების სანახავად ეწვიეთ ბმულს
Loading…