in

8-12 მაისს, ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება

8-12 მაისს, ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ფესტივალი 5 დღე გაგრძელდება, ფართო აუდიტორიას უმასპინძლებს და მაყურებელს მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს.

ფესტივალის ფარგლებში, გარდა ძირითადი საერთაშორისო საკონკურსო პროგრამისა, ჩატარდება მასტერკლასები, ვორკშოპები, საქართველოს ფრანგული კინოსკოლის პრეზენტაცია, მსოფლიო და ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების რეტროსპექტივები, შეხვედრები და დისკუსიები ფილმების ავტორებთან.

„ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენად იქცევა ქალაქში, რომელიც პირველი ქართველი კინემატოგრაფისტის ვასილ ამაშუკელის მშობლიური ქალაქია“, – ნათქვამია ქუთაისის მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

„ვიზეარი“ საქართველოში ფრენებს განაახლებს

Netflix-ის სერიალი „ბრიჯერტონი“ მესამე და მეოთხე სეზონით განახლდა