in

საგრანტო კონკურსი საგამოძიებო ჟურნალისტიკის მხარდასაჭერად

ევროპის ფონდი საგამოძიებო ჟურნალისტიკის ხელშესაწყობად საგრანტო კონკურსს აცხადებს. ფონდი იწვევს ჟურნალისტებსა და მედიასაშუალებებს, რომლებსაც მათთვის საინტერესო თემის საფუძვლიან ჟურნალისტურ გამოძიებაში ჩართვის ინტერესი და შესაძლებლობა ექნებათ და ამავდროულად, საგამოძიებო და ადვოკატირების ძალისხმევის  მხარდაჭერისათვის მეტი პარტნიორის (მაგ. საინფორმაციო სააგენტოები,  საგამოძიებო ნაწილები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, სამოქალაქო აქტივისტები და ა.შ.) მობილიზებას შეძლებენ.  თემები შეიძლება ეხებოდეს მნიშვნელოვან კანონდარღვევებს, პოლიტიკურ კორუფციას ან კორპორატიულ დანაშაულს. 

ფოკუსის შესაძლო  სფეროები 

პოლიტიკური: სამთავრობო გარიგებები, პოლიტიკური და სამართლებრივი კორუფცია, სახელმწიფო თანხების ხარჯვა, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ა.შ.

ეკონომიკური: კორპორატიული საქმიანობები, ბიზნესკავშირები, შრომითი და მომხმარებელთა უფლებების დარღვევები და ა.შ.

სოციალური:  ჯანდაცვის სექტორი, სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური დახმარების უზრუნველყოფა და ა.შ.

გარემოსდაცვითი:  გარემოსდაცვით პრობლემებს, ეკონომიკურ განვითარებასა და  მმართველობის არაეფექტურობას შორის არსებული კავშირები. 

მედია საშუალებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი კოლაბორაციული პროექტისთვის გათვალისწინებული საგრანტო თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 85,000 ლარს. პროექტის მინიმალური ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 12 თვისა, ხოლო მაქსიმალური ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 18 თვეს.

განაცხადის წარდგენის პროცედურა

განმცხადებლებმა ევროპის ფონდში სრული საპროექტო განაცხადი უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2021 წლის 17 მაისის 18:00 საათისა, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: [email protected] (გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: Watchdog Reporting for Change).

კონკრეტულად, განმცხადებლებმა ფონდს შემდეგი დოკუმენტები უნდა წარუდგინონ (ნიმუშები ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3dgM0Pt ): 

  • პროექტის სრული განაცხადი ქართულ ან ინგლისურ ენაზე (ორგანიზაციის ბლანკით ან ბეჭდით და დირექტორის ხელმოწერით დამოწმებული); 
  • ლოგიკური მოდელი; 
  • დეტალური და პუნქტობრივად გაწერილი ბიუჯეტი (excel ფორმატში);
  • განმცხადებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის მოწმობა და შედარების აქტი შემოსავლების სამსახურიდან. 

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

Netflix-ის სერიალი „ბრიჯერტონი“ მესამე და მეოთხე სეზონით განახლდა

საზღვარგარეთ სწავლის მსურველთათვის – განათლების საერთაშორისო ვირტუალური გამოფენა