in ,

ევროპის გოგონათა მათემატიკურ ოლიმპიადაზე ქართველმა მოსწავლემ ოქროს მედალი მოიპოვა

საქართველომ ევროპის გოგონათა მეათე მათემატიკურ ოლიმპიადაზე (EGMO 2021), რომელსაც წელს საქართველომ უმასპინძლა, ქართველმა მოსწავლემ ოქროს მედალი მოიპოვა.

ანა ონოფრიშვილი ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის #199 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა.

სამინისტროს ცნობით, საქართველოს გოგონათა ნაკრები ოლიმპიადაში 2016 წლიდან იღებს მონაწილეობას და კარგ შედეგებს აჩვენებს.

ჯამში, ოლიმპიადის მონაწილე გოგონებიდან თხუთმეტმა ოქროს, ოცდასამმა – ვერცხლის, ხოლო ოცდათხუთმეტმა – ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

დისტანციური ოლიმპიადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტში ჩატარდა და მასში 54 ქვეყნის 213 წარმომადგენელი მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადაში მონაწილე 54 ქვეყანა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია EGMO-ს ისტორიაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

საიდა მამედოვა – „სხვა გზა არ არის”

ტუშას უნივერსიტეტმა სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადა