პრაღაში, ბორის ნემცოვის სახელობის მოედანზე, რუსეთის საელჩოსთან, ორგანიზაცია „კაპუტინის” აქტივისტებმა „ოქროს“ უნიტაზი დადგეს, მასზე კი, ვლადიმირ პუტინის შიშველი კარიკატურული ფიგურა მოათავსეს.
ფიგურის კვარცხლბეკზე წერია – „შიშველი მკვლელი“. თავად პუტინს წითელი ტრუსები ფეხებთან აქვს ჩაწეული, ხელში კი – ტუალეტის ქაღალდი და საწმენდი ჯაგრისი უჭირავს.
როგორც აქტივისტები განმარტავენ, მათი მიზანს რუსეთის აგრესიული ქცევების დაგმობა წარმოადგენს. ისინი მოუწოდებენ რუსეთს, გაიყვანოს ჯარი უკრაინის ტერიტორიებიდან და გაათავისუფლოს რუსი ოპოზიციონერი – ალექსეი ნავალნი.
Loading…