ტუშას უნივერსიტეტმა (იტალია) 2021/22 აკადემიური წლისთვის სამაგისტრო პროგრამებზე სტიპენდიების გაცემის მიზნით, კონკუსი გამოაცხადა.
სასტიპენდიო პროგრამა შემდეგი ინგლისურენოვანი მიმართულებებისათვის არის განკუთვნილი:
- ცირკულარული ეკონომიკა;
- უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები;
- მეტყევეობა და გარემოს დაცვის მეცნიერებები.
სტიპენდია მოიცავს:
- სწავლის საფასურის დაფინანსებას;
- სტუდენტურ საცხოვრებელში განთავსებას ერთი წლით;
- ერთჯერად კვებას ან 100 ევროს ყოველთვიურად კვების ხარჯებისათვის;
- ვიზის მოსაკრებლისა და სამგზავრო ხარჯების დაფარვას 500 ევროს ფარგლებში.
დამატებითი სტიპენდიის მოსაპოვებლად განაცხადი უნდა შეავსოთ შემდეგ ვებგვერდზე.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31 მაისი, 2021
კონკურსის წინაპირობებისა და სხვა დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით უნივესიტეტუს ვებგვერდს.
Loading…