in , ,

როგორ წარმოიქმნება ფერები ფოიერვერკის დროს

ყოველ ახალ წელს ან სულაც საყვარელი ადამიანების დაბადების დღის გასალამაზებლად, ღამის ცას ფოიერვერკები ანათებენ. სავარაუდოდ, ბევრმა არ იცის, რომ პიროტექნიკის ისტორია ძველი ჩინეთიდან იწყება.

პირველმა ფოიერვერკმა ჩინეთის ცა 600-900 წლებში გაანათა. თავდაპირველად იგი ბოროტი სულების განსადევნად შეიქმნა. ჩინელმა ალქიმიკოსებმა ფოიერვერკი ნახშირის, გოგირდისა და სხვა ინგრედიენტების კომბინირებით დაამზადეს, რაც დენთის ადრეული ვერსია იყო.

თანდათანობით, ფოიერვერკები აბრეშუმის გზის გასწვრივ, ევროპისა და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში გავრცელდა, სადაც სამხედრო ღონისძიებებისა და დღესასწაულების აღსანიშნავად გამოიყენებოდა.

შეიძლება დაგაინტერესოს: 3200 განათებული დრონის შოუ შანხაის ცაზე

ფერადი ფოიერვერკების გამოყენება 1830-იანი წლებიდან დაიწყო, როდესაც იტალიელმა გამომგონებლებმა წითელი ფოიერვერკის დასამზადებლად სტრონციუმი დაამატეს, ხოლო მწვანე ფერის მისაღებად – ბარიუმი.

ამჟამად ფოიერვერკების ფერების მისაღებად სხვადასხვა ქიმიურ ელემენტს იყენებენ:

  • ნატრიუმი ქმნის ღრმად ყვითელ ფერს
  • სპილენძისგან ლურჯ ფერს ვიღებთ
  • ლითიუმი და სტრონციუმი წარმოქმნიან  წითელ ფერს
  • ბარიუმი გამოიყენება მწვანეს შესაქმნელად
  • კალციუმის ელემენტი ქმნის ნარინჯისფერს.
ფოიერვერკი

ფერადი ფოიერვერკები გვილამაზებენ გარემოს და სადღესასწაულო განწყობაზე გვაყენებენ.

მაგრამ…

დიდი ხნის განმავლობაში და დიდი რაოდენობით წარმოქმნილი აფეთქებების შედეგად გამოწვეული ხმაური და შუქი არღვევს ეკოსისტემებს, აზიანებს არა მხოლოდ ჩვენ მიერ ჩასუნთქულ ჰაერს, არამედ ცხოველებზეც  უარყოფით გავლენას ახდენს.


”ამჟამად ჰაერის დაბინძურების რისკები გაცილებით მეტია, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა ან ესმოდათ. განსაკუთრებით საშიშია გულის დაავადებებისა და ინსულტის დროს”, – თქვა ჯანმო-ს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა მარია ნეირამ.

თქვენი აზრით, სად არის გამოსავალი? ხომ არ აჯობებს, ულამაზესი ცეცხლ-შოუ ლაზერებითა და თანამედროვეობის სხვა ტექნოლოგიური მიღწევებით ჩანაცვლდეს?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

„ნარუტოს“ რეჟისორი ოსამუ კობაიაში 57 წლის ასაკში გარდაიცვალა

70 წლის რეპერი ბაბუების ვიდეო ვირუსულად გავრცელდა