UNESCO-ს გადაწყვეტილებით, თბილისი 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქი იქნება. სიმბოლურია, რომ ამ სტატუსის მატარებელი საქართველოს დედაქალაქი წიგნისა და საავტორო უფლებების დღეს ხდება.
წიგნის დედაქალაქის სტატუსს თბილისი მალაიზიის დედაქალაქისგან – კუალა ლუმპურისგან გადმოიბარებს.
ეს თბილისის მერიისა და იუნესკოს ერთობლივი პროექტია და, ოფიციალურად, დღის მეორე ნახევარში გაიხსნება.
პროექტის მიზანია, წიგნისა და კითხვის პოპულარიზაცია, წიგნის ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარება.
Loading…