როგორც ცნობილია, Pfizer-ი კორონავირუსის საწინააღმდეგო აბებზე მუშაობს. ამ ეტაპზე, კვლევა 60 ადამიანზე მიმდინარეობს, რომელიც თუკი წარმატებით ჩაივლის, წლის ბოლომდე ერთი აბით კორონავირუსისგან განკურნება ხელმისაწვდომი გახდება. კვლევის შედეგები 25 მაისს გახდება ცნობილი.
ანტივირუსული მედიკამენტი – PF-07321332 სახლის პირობებში კორონავირუსის მკურნალობის კუთხით მნიშვნელოვანი საშუალება იქნება. განსაკუთრებით, იმ ადამიანთა კატეგორიისთვის, რომლებიც თანმდევი დაავადებების გამო, ვაქცინას ვერ იკეთებენ.
პირველადი კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდგომ, მედიკამენტმა ცდები უფრო მეტ მონაცემზე დაყრდნობით უნდა ჩატარდეს, რათა აბების ეფექტიანობა კორონავირუსთან მიმართებით დადგინდეს. ამ ეტაპის მაჩვენებლებით, მედიკამენტი ეფექტიანია.
Loading…