ალცჰაიმერის საწინააღმდეგო ექსპერიმენტულმა მედიკამენტმა დამაიმედებელი შედეგები აჩვენა – თაგვებში ალცჰაიმერის ძირითადი სიმპტომები შეაჩერა და მიყენებული ზიანი აღადგინა. მედიკამენტი ალბერტ აინშტაინის სახელობის მედიცინის კოლეჯის მკვლევრებმა ექსპერიმენტული მედიკამენტი შექმნეს.
მეცნიერების თქმით, ეს შედეგები არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანებშიც იმავე ეფექტით იმოქმედებს. თუმცა, არსებობს შანსი, რომ მედიკამენტმა იმუშაოს. ექსპერიმენტული მედიკამენტი უჯრედულ გამწმენდ მექანიზმს აძლიერებს, რომელიც არასაჭირო ცილებს იშორებს. როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, უჯრედული გამწმენდი მექანიზმის მოსპობა თაგვებში ალცჰაიმერის დაავადებას უწყობს ხელს, რომელიც, ასევე, ამ დაავადების მქონე ადამიანებშიც შეინიშნება.
Loading…