კომპანია Eachnight-ი ექსპერიმენტისთვის მოხალისეებს ეძებს. ექსპერიმენტში მონაწილეები 30 დღის განმავლობაში დღისით დაძინებისთვის 1 500 დოლარს მიიღებენ.
ექსპერიმენტის მიზანს დღისით ძილის სარგებლის შესახებ სხვადასხვა თეორიის გადამოწმება წარმოადგენს.
ექსპერიმენტით უნდა დადგინდეს, რამდენსაათიანი ძილია საჭირო დასვენებისთვის, რა გავლენა აქვს დღისით ძილს მეხსიერებაზე, მოტივაციასა და პროდუქტიულობაზე.
კვლევაში მონაწილეობა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ. თუმცა, მთავარ მოთხოვნას ინგლისურის კარგი ცოდნა წარმოადგენს, რათა მონაწილეებმა კომპანიას სწორი ინფორმაცია მიაწოდონ. აპლიკანტის ასაკი 18 წელს უნდა აღნატებოდეს.
განაცხადის შევსება კომპანიის ვებგვერდზე არის შესაძლებელი. განცხადებების მიღება 31 მაისს დასრულდება.
Eachnight-ი სწორი ძილის შესახებ რჩევებს აქვეყნებს.
წყარო: CNN
Loading…