Google-ის გუნდს კიდევ ერთი ქართველი ნინუცა ნანიტაშვილი შეუერთდა. ის ევროპის მასშტაბით იმუშავებს პროგრამებზე, რომლებიც დეველოპერებს, სტუდენტებს, სტარტაპებსა და ტექ-მოყვარულებს აერთიანებს და აძლიერებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად ნინუცამ დაწერა.
„ტექნოლოგიურ და სტარტაპ კომუნებთან ათწლიანი მუშაობის შემდეგ, მიხარია, რომ სრულ განაკვეთზე კონტრაქტორად შევუერთდი Google-ის გლობალურ Developer Ecosystem გუნდს და ევროპის მასშტაბით ვიმუშავებ პროგრამებზე, რომლებიც დეველოპერებს, სტუდენტებს, სტარტაპებსა და ტექ-მოყვარულებს აერთიანებს და აძლიერებს“, – წერს ნინუცა ნანიტაშვილი.
Loading…