ჯემალ ქარჩხაძის პრეისტორიული მოთხრობა „იგის“ მიხედვით შექმნილი ანიმაციური პროექტი აღმოსავლეთ ევროპის ფორუმმა საუკეთესოდ დაასახელა.
ჟიურის წევრებმა 28 ანიმაციას შორის 4 კატეგორიაში გამოავლინეს გამარჯვებულები.
როგორც ფილმის რეჟისორი, ნათია ნიკოლაშვილი ამბობს:
ეს ამბავი შეიძლება შორეული და ძველი ჩანდეს, მაგრამ ჩემთვის ის დღეს უფრო აქტუალურია, ვიდრე ნებისმიერი თანამედროვე ამბავი. რაც უფრო ვუღრმავდები ამ საკითხს, მით უფრო დარწმუნებული ვარ, რომ არაფერი შეცვლილა – ჩვენ ვდარდობთ საჭმელზე, ტანსაცმელზე და საცხოვრებელ სახლზე, თუკი მდიდრები ვართ, უკეთესი საკვები გვაქვს, ვყიდულობთ ბევრად მეტ ტანსაცმელს… ჩვენ, ადამიანი, ნამდვილად არ განვვითარებულვართ, როდესაც ვინმე სამყაროს სხვა კუთხით აღმოაჩენს, მისი მოშორება დღესაც გვიადვილდება.
პროექტის პროდიუსერი ვლადიმერ კაჭარავა და კომპანია „20 Steps Productions“-ია.
Loading…