Economist Intelligence Unit-მა (EIU) ქალაქების რეიტინგის ყოველწლიური ანგარიში წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, თელ-ავივი მსოფლიოში საცხოვრებლად ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქად დაასახელა. სხვათა შორის, გასულ წელს თელ-ავივს მეხუთე ადგილი ეკავა და, ზოგადად, რეიტინგის სათავეში პირველად მოხვდა.
მიზეზები, თუ რატომ მოექცა ისრაელის დედაქალაქი რეიტიგში პირველ ადგილზე, EIU-ის ანალიზით, არის შემდეგი: ნოემბრის დასაწყისში ისრაელის შეკელი დოლართან მიმართებით 4%-ით გაიზარდა, რაც, როგორც კვლევის მიხედვით განიმარტება, ისრაელის წარმატებულ ვაქცინაციას უკავშირდება.
როგორც ირკვევა, თელ-ავივში პროდუქტების, დაახლოებით, 10% გაძვირდა. გარდა ამისა, ერთი ლიტრი ბენზინის ფასმა, საშუალოდ, 21%-ით მოიმატა.
2021 წლის ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების ათეული ასე გამოიყურება:
თელავივი, ისრაელი
პარიზი, საფრანგეთი
სინგაპური
ციურიხი, შვეიცარია
ჰონგ კონგი, ჩინეთი
ნიუ-იორკი, აშშ
ჟენევა, შვეიცარია
კოპენჰაგენი, დანია
ლოს-ანჯელესი, აშშ
ოსაკა, იაპონია
Loading…