ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მეთოთხმეტე საერთაშორისო გამოფენა 10-12 ივნისს ექსპოჯორჯიაში გაიმართება.
ღონისძიება საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა – WINEXPO GEORGIA – ერთადერთი B2B ღონისძიებაა საქართველოში, რომელიც წარმოგიდგენთ ღვინის ინდუსტრიის, პროდუქციის, ღვინის დამზადების ტექნოლოგიებისა და სერვისების სრულ ასორტიმენტს.
WinExpo Georgia 2022 უმასპინძლებს:
✓ ღვინის ექსპორტის B2B ფორუმს, რომელიც ქართველ მწარმოებლებსა და უცხოელ ექსპორტიორებს შორის პარტნიორული ურთიერთობების წახალისებას ისახავს მიზნად;
✓ ღვინის აგენტებს, თრეიდერებს, სასტუმროებისა და რესტორნების წარმომადგენლებს, საშუალო და მსხვილ სავაჭრო ქსელებს, საერთაშორისო მედიას;
✓ და ბოლოს, ღვინის ყველა მოყვარულს, რომელსაც სურს, დააგემოვნოს სუკეთესო ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, შეხვდეს მეღვინეებს, გაეცნოს დარგის სიახლეებსა და ინოვაციებს.
ადგილზე დაგხვდებათ:
• ღვინო და ალკოჰოლური სასმელები
• ინგრედიენტები და დანამატები
• შესაფუთი მასალები
• სასუქები
• მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები
• სანერგეები
• მინა და მინის ნაწარმი
• აქსესუარები
• სერვისები
გამოფენაზე შესვლის ღირებულებაა 15 ლარი. ყველა სტუმარი საჩუქრად მიიღებს ღვინის ჭიქას.
Loading…