in

Teslavideomedia.com-ის ფინანსური პირამიდა ჩამოიშალა

Teslavideomedia.com-მა, რომელიც ინვესტიციის სანაცვლოდ, მომხმარებლებს თანხის გამომუშავებას სთავაზობდა, თანხების გაცემა შეწყვიტა. ეს იმას ნიშნავს, რომ ათასობით მომხმარებელმა, რომელსაც პროექტში ინვესტიცია ჰქონდა ჩადებული, იზარალა.

რა პრინციპით მუშაობდა Teslavideomedia.com-ი?

მომხმარებლები გარკვეული რაოდენობით თანხის გადახდის შემდეგ, ნახულობდნენ რამდენიმეწამიან ვიდეოებს, რაშიც სისტემა ანაზღაურებას აძლევდა.


Google Trends-ის მონაცემებით, Teslavideomedia.com-ი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე პოპულარული საქართველოში იყო. საქართველოში ამ ვებგვერდის პოპულარობა 100 ქულით იყო შეფასებული. საინტერესოა, რომ მეორე და მესამე ადგილებზე მყოფ სომხეთსა და აზერბაიჯანში მისი პოპულარობა 2 ქულით ფასდებოდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრეაქსელერატორის დემო დღეზე 16 სტარტაპი წარდგა

ყველა დროის ყველაზე ნახვადი ვიდეოები YouTube-ზე