in

უახლესი პერიოდის ქართველი მოქანდაკეების შთამბეჭდავი გამოფენა „მუზაში“


თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის ორგანიზებით, მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“ 20 ივლისს უახლესი პერიოდის ქართველ მოქანდაკეთა გამოფენა 2000-იანელები გაიხსნა.

საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები 50 მოქანდაკის ნამუშევრები.

პროექტი – „უახლესი პერიოდის ქართველ მოქანდაკეთა გამოფენების ციკლი – „სამი თაობა“, ეძღვნება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის 100 წლის იუბილეს და ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის პარტნიორები არიან: თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების, ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი. 

პროექტის მიზანია თანამედროვე ქართული ქანდაკების ხელშეწყობა-პოპულარიზაცია. 

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული ბოლო სამი თაობის წარმომადგენელი პროფესიონალი მოქანდაკეებისნამუშევრები (1990-2022 წწ.).

პროექტის დასკვნით ნაწილში, 28 ივლისს, ჩატარდება საჯარო ლექცია ქართული ქანდაკების ისტორიისა და მიმდინარე პროცესების შესახებ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

2023 წლიდან საქართველოში Starlink-ი დაიწყებს ოპერირებას

re:educate − სივრცე, სადაც მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი ტექპროფესიები შეისწავლება