in ,

Tasteit აპში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო

საკვების პირველ სოციალურ ქსელ Tasteit-ში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო. აპლიკაცია ქართულ ბაზარზე ივლისის დასაწყისში გაეშვება და თავდაპირველად მასზე წვდომა მხოლოდ მოსაწვევი ბმულის საშუალებით იქნება ხელმისაწვდომი.

თუ გსურთ, რომ Tasteit-ზე რეგისტრაცია პირველებმა შეძლოთ, შეგიძლიათ, ეს მარტივი ფორმა – https://rb.gy/wcbl4 – შეავსოთ და დაელოდოთ მოწვევას.

Tasteit კვების პირველი სოციალური ქსელია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, აღმოაჩინოთ ახალი გემოები, მარტივად იპოვოთ თქვენი კვების ტიპის შესაბამისი კერძები და რაც მთავარია, დაუკავშირდეთ ადამიანებს კულინარიული გემოვნების მიხედვით ანუ იპოვოთ თქვენი Foodmate-ები.

იდეის ავტორი Factory Berlin-ის არტ დირექტორი გიორგი ურუშაძეა, რომელმაც პროექტისთვის 100 000 ლარის დაფინანსება Shark Tank Georiga-ში მოიპოვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

Mindfit – ქართული პლატფორმა, რომელიც თქვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე იზრუნებს

Tasteit app ანდროიდსა და iOS-ზე გაეშვა