in , ,

რენტგენი, რომელიც შიზოფრენიით დაავადებული ადამიანების ნეირონების უნიკალურ სხვაობას ავლენს

მკვლევრებმა იმის მტკიცებულება აღმოაჩინეს, რომ შიზოფრენიით დაავადებული ადამიანების ნეირონები, შესაძლოა, უნიკალურად განსხვავდებოდეს სისქესა და სიმრუდეში. ამას ტვინის უჯრედების დეტალების ნანომეტრულ მასშტაბში შეგროვებისას მიაკვლიეს.

ამ აღმოჩენას, შესაძლოა, შიზოფრენიით დაავადებულთა რამდენიმე სიმპტომის ახსნაც კი გამოუვიდეს.

მიგნების სამომავლო განვითარებამ მეცნიერები შესაძლოა მკურნალობის უფრო ეფექტურ მეთოდებამდე მიიყვანოს. რაც ათობით მილიონი ადამიანის ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს.

ნეირონების რენტგენით შესწავლას ორი სენსიტიური მხარე აქვს.

ერთი მხრივ, მათი ვიწრო ტალღის სიგრძე არის ის, რაც საჭიროა უჯრედული მემბრანის გადახლართვის დასაფიქსირებლად. თუმცა, მეორე მხრივ, ნეირონები ძალიან პატარები არიან ზომაში, მაგრამ გრძელები. ამის გამო კი მათ ზედაპირზე უსწორმასწორობის კვლევა საკმაოდ დამღლელი პროცესია.

„ჩვენი რენტგენის მიკროსკოპის ხედვის არე, დაახლოებით, 50 მიკრონს შეადგენს, რაც ადამიანის თმის სიგანეს უდრის. შენ კი კვალდაკვალ უნდა მიჰყვე ამ ნეირონებს რამდენიმე მილიმეტრში.“

ვინსენტ დე ანდრადე რენტგენული კვლევების ფიზიკოსი

შიზოფრენიის განვითარების საფუძველში არსებული მექანიზმების გაერთიანების პროცესი საკმაოდ კომპლექსურია, რაც განვითარებულ ვიზუალიზაციასა და გამოსათვლელ ტექნოლოგიას საჭიროებს.

წყარო: sciencealert.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

19 სარეკლამო რგოლი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

კოსმოსური ხომალდი starship

ილონ მასკი – SpaceX-ი კიდევ ერთ კოსმოსურ ხომალდს გაუშვებს – ბოლო ორი აფეთქდა