კონფიდენციალურობის სავარაუდო დარღვევაზე კოლექტიური სარჩელის დარეგულირების მიზნით, Tik-Tok-ი 92 მილიონი დოლარის გადახდას დათანხმდა.
Tik-Tok-ს ბრალი ედებოდა სარეკლამო მიზნით „ძალიან სენსიტიური პერსონალური მონაცემების“ შეგროვებაში.
პოპულარულმა აპლიკაციამ ბრალდებები უარყო და აღნიშნა, რომ ამ საკითხის განსახილველად დროის დახარჯვა არ სურს.
„მართალია, ჩვენ არ ვეთანხმებით განცხადებებს, მაგრამ გრძელვადიანი სასამართლო გარჩევების გავლას, გვირჩევნია ჩვენი ძალისხმევა Tik-Tok-ის საზოგადოების უსაფრთხო და სასიხარულო გამოცდილების შექმნისკენ მივმართოთ.“
Tik-Tok-ის წარმომადგენლის განცხადება
შეთანხმება 21 შეთავაზებულ სარჩელს აერთიანებს.
2019 წელს Tik-Tok-მა ბავშვების კონფიდენციალურობის დარღვევის შესახებ კიდევ ერთი სასამართლო პროცესი დაარეგულირა და ფედერალურ სავაჭრო კომისიას 5,7 მილიონი დოლარი გადაუხადა.
წყარო: theverge.com
Loading…