in , ,

როგორ შეცვალა COVID19-მა მილიარდ-ნახევარი ბავშვის სასწავლო პროცესი? – კვლევის შედეგები

პანდემიის შედეგად დაკეტილმა სკოლებმა, მსოფლიო მასშტაბით, 1.6 მილიარდი ბავშვი საკლასო ოთახებს გარეთ დატოვა.

წინასწარი კვლევა აჩვენებს, რომ სკოლების დახურვამ მათემატიკაში ცოდნის მაჩვენებლის შემცირება გამოიწვია.

კორონავირუსის გამო მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს კიდევ ერთი რთული სასწავლო წელი ელოდებათ წინ.

უახლესი კვლევის თანახმად, სკოლის გარეთ გატარებულმა დრომ შესაძლოა მოსწავლეებზე გავლენა მთელი ცხოვრების განმავლობაში იქონიოს. ერთ-ერთი შეფასების მიხედვით, სკოლების სამთვიანი დაკეტვის შედეგად განათლების მიღების გლობალური დანაკარგი, შემოსავლის სახით, 10 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

როგორ აისახა შეფერხებები განათლებაში სტუდენტთა სწავლაზე?

მონაცემთა წინასწარი შედარების მიხედვით, სკოლების დაკეტვის გამო მთელ მსოფლიოში პირადი სწავლების, საშუალოდ, 50 დღე დაიკარგა.

მოსწავლეთა მოსწრება მათემატიკაში 2020 წელს 5-10%-ით ნაკლები იყო, 2019 წლის იმავე კლასის მოსწავლეების მოსწრებასთან შედარებით.

მნიშვნელოვანი კითხვა ახლა არის ის, თუ როგორ შეუძლია არსებული პრობლემის აღმოფხვრა სამომავლოდ, სწავლის ახალ მეთოდებს, უნარებსა და ტექნოლოგიებს.

როგორი რეაქაცია ჰქონდა განათლების სამინისტროებს მსოფლიოს მასშტაბით?

თითქმის მსოფლიოს ყველა ქვეყანამ მიმართა განათლების მიწოდების დამატებით ხერხებს, როგორებიცაა: სხვადასხვა სატელევიზიო თუ რადიო პროგრამები.

ესპანეთი მალევე გამოვიდა სამაუწყებლო არხების გამოყენების ინიციატივით. მექსიკამ თავისი საგანმანათლებლო ტელევიზია გამოიყენა, მოკლე საგანმანათლებლო ვიდეოებისა და გაკვეთილების გეგმების გაერთიანებით. ურუგვაიმ დისტანციური სწავლება რეალური დროის რეჟიმში გადმოიტანა, საკუთარი ეროვნული პლატფორმის – ონლაინ-სწავლების გამოყენებით. საქართველო სატელევიზიო პროგრამა „ტელესკოლით“ შეუერთდა მსოფლიო პროცესებს.

ქვეყნების, დაახლოებით, 60%-ში განათლების სამინისტროებმა სასწავლო პროცესის უკეთ სამართავად საკუთარი პლატფორმა შექმნეს.

გლობალურად, ონლაინ-სწავლების პლატფორმები შეფასდა, როგორც ძალიან – 36% ან საკმაოდ – 58% ეფექტურად.

როგორი იქნება სწავლების მომავალი?

ბევრმა ქვეყანამ უკვე მიმართა სწავლების ჰიბრიდულ მიდგომას, დისტანციური და საკლასო ოთახებში სწავლის გაერთიანებით.

სწავლების პროცესი გააერთიანებს როგორც ასინქრონულ ონლაინ-ელემენტებს, ისე სინქრონულს, რომელიც მოსწავლეებს სასწავლო პროცესში ჩართვისა და აქტიური მონაწილეობის მიღების საშუალებას მისცემს.

ტექნოლოგიური წინსვლა უსაზღვრო შესაძლებლობებს იძლევა სასწავლო პროცესის არსებულ პირობებთან კიდევ უფრო უკეთ ადაპტირების კუთხით.

Onion Academy-მ წარადგინა მომავლის განათლებაზე ორიენტირებული პროდუქტი. ის ხელოვნურ ინტელექტსა და ანიმაციურ ვიდეო რგოლებს აერთიანებს, განათლებისა და აზროვნების სხვადასხვა ინსტრუმენტის კომბინაციით.  

ანიმაციური ვიდეო რგოლები, დაახლოებით, 5-8 წუთიანია და დამატებითი სავარჯიშოებიც ახლავს. ამ ყოველივეს მეშვეობით, აპლიკაცია სტუდენტის მოსწრებას ადგენს, ინდივიდუალურ სქემებს ქმნის და შესაბამის ვიდეო-კონტენტს უწევს რეკომენდაციას.

Onion Academy-ს უკვე 52 მილიონი რეგისტრირებული მოსწავლე და 1.8 მილიონი მასწავლებელი ჰყავს.

წყარო: weforum.org

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

5 საუკეთესო ფოტო-რედაქტორი, რომელიც თქვენს სურათს პროფესიონალურად აქცევს

Hyundai-ს ელქტრომობილი

Hyundai-ს 82 000 ელექტრომობილის დაბრუნება მოუწევს – ყველა დროის ყველაზე დიდი დანაკარგი