in , ,

კასპიის ზღვა საუკუნის ბოლოს 9 მეტრით დაიწევს – ეკოციდი გარდაუვალია

მსოფლიოში ყველაზე დიდი კასპიის ზღვა/ტბა წყლის დონის მკვეთრ ცვლილებას განიცდის. საუკუნის ბოლოს ის 9-დან 18 მეტრამდე დაიწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ ტბის ფართობი 25%-ით შემცირდება, რაც 93,000 კვადრატული კილომეტრია – დაახლოებით რომ წარმოვიდინოთ – პორტუგალიის ფართობის მქონე მიწის მონაკვეთი.

უახლესი კვლევების მიხედვით, კრიზისი ეკოციდს გამოიწვევს, როგორც ეს არალის ზღვაზე მოხდა. კასპიის ზედაპირი ყოველ წელს 7 სმ-ით იკლებს, 10 წელიწადში კი მოსალოდნელია თითქმის 1 მეტრით დაწევა. ასეთი მოვლენების მთავარი მიზეზი კლიმატური ცვლილებებია. ასევე მოსალოდნელია ზოგადი ტემპერატურის მატება 3-4 ცელსიუსი გრადუსით, რაც მეტად შეუწყობს ხელს მიმდინარე ეკოლოგიური საფრთხეების განვითარებას.

კასპიის ზღვის ისტორია საკმაოდ მრავაფეროვანია. მისი წყლის დონე 10 000 წლის წინ ახლანდელთან შედარებით ზუსტად 100 მეტრით ქვევით იყო. რამდენიმე ათასი წლის წინ კი 50 მეტრით მაღლა. ასეთი ცვლილებების მიუხედავად, მისი ეკოსისტემა ყოველთვის გამორჩეული გახლდათ. დღესდღეობით ჭაობების დაშრობით, წყლის შემცირებითა და ტემპერატურის მატებით, ზღვის ცოცხალი ორგანიზმები კრიტიკულ სიტუაციაში არიან. ისინი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგანან, თუმცა შესაძლებლობები ლიმიტირებულია.

მსავსი პრობლემების მხოლოდ საერთაშორისო შეთანმხბებების საფუძველზე უნდა მოგვარდეს, რადგან პრობლემა საერთო მიზეზებითაა გამოწვეული – ჩვენ წინაშეა გლობალური კლიმატური ცვლილებები. ქმედებები აუცილებელი და სასწრაფოა, რადგან კასპიის ზღვის ბიომრავალფეროვნება განადგურების საფრთხის ქვეშ დგას. ეს არამარტო მათ, არამედ მის გარშემო მცხოვრებ ადამიანებსაც დააზიანებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში? – ახალი AI ალგორითმი რეალობას ეჭვქვეშ აყენებს

საქართველომ $18.4 მილიონად მეორეული ტანსაცმელი იყიდა