in ,

iCloud-ში ატვირთული ფოტოების Google Photos-ში ავტომატური გადატანა უკვე შესაძლებელია

Apple-მა უკვე დაამატა iCloud-დან ფოტოების, ვიდეოებისა და ალბომების Google Photos-ში ავტომატური გადამისამართების ფუნქცია.

ამ ახალ ფუნქციას დამხმარე დოკუმენტი აქვს, რომელიც პროცედურას აღწერს. მას ასევე privacy.apple.com გადაჰყავხარ.

Apple აღნიშნავს, რომ გადატანის პროცესი სამი დღიდან ერთ კვირამდე დროს მოითხოვს.

საგულისხმოა, რომ რამდენიმე პროდუქტის Google Photos-ში ატვირთვა შესაძლებელი არ იქნება, ესენია: საერთო და ჭკვიანი ალბომები, ე.წ. ფოტო სტრიმები, ცოცხალი ფოტოები (Live Photos) და ზოგი მეტამონაცემი.

Apple ამბობს, რომ ეს ახალი ფუნქცია iCloud-ში ფოტოების წაშლას არ გამოიწვევს, ის უბრალოდ მათ ასლებს გააკეთებს.

წყარო: theverge.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0
კოსმოსური სასტუმრო

პირველი კოსმოსური სასტუმრო 2027 წელს გაიხსნება

ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში? – ახალი AI ალგორითმი რეალობას ეჭვქვეშ აყენებს