in ,

Google, ქალთა უფლებების გასაძლიერებლად, 25 მილიონ დოლარს გამოყოფს

Google 25 მილიონ დოლარს გამოყოფს არაკომერციული ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ქალებისთვის ეკონომიკური უთანასწორობის მოსაგვარებლად მუშაობენ.

Google ამ ფინანსურ დახმარებას Impact Challenge-ის ფარგლებში გასცემს. ეს პროექტი Google-ს, სხვადასხვა პრობლემის გადასაჭრელად, არაკომერციული ორგანიზაციების მხარდაჭერის საშუალებას აძლევს.

გლობალური კორპორაცია, წარსულში, ამ პროექტის ფარგლებში, ისეთ გამოწვევებს გამოეხმაურა, როგორებიცაა ხელოვნურ ინტელექტი და კლიმატის ცვლილებები.

„ქალები და კაცები ისევ არათანაბარ მდგომარეობაში რჩებიან – ეს უთანასწორობა კი COVID-19-მა კიდევ უფრო გაამძაფრა.“  

ჟაკლინ ფულერი, Google-ის საქველმოქმედო ფრთის Google.org-ის პრეზიდენტი

წყარო: cnet.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

iMac Pro-ს მოდელების წარმოება შეჩერდა

უფასო ტურისტული მისია მთვარეზე – შესაძლებლობა ქართველი ახალგაზრდებისათვის!