ნებისმიერი სოციალური პლატფორმის გამოყენებისას, აუცილებელია, თქვენი პოსტი კარგად გამოიყურებოდეს, ამისათვის კი უმთავრესია კარგი ხარისხის სურათის ატვირთვა. 2018 წელს ჩატარებული მარკეტინგული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მარკეტერების 80% სურათებს ანიჭებდა უპირატესობას, 63% კი – ვიდეოს.
მთავარი გამოწვევა სურათების განსხვავებული ზომები და ხარისხებია, რომლებიც პლატფორმების მიხედვით იცვლება. გთავაზობთ რჩევებს იმისათვის, რომ თქვენი სოციალური მედიის პოსტი საუკეთესოდ გამოიყურებოდეს.
მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ სურათი ატვირთოთ და სისტემა თვითონ მოარგებს მას ნებისმიერ სოციალურ პლატფორმას:
https://influencermarketinghub.com/image-resizer/
მეტი კონკრეტულობისთვისა და სიზუსტისთვის აქვე გთავაზობთ რამდენიმე პოპულარული სოციალური ქსელის პარამეტრებს.
პროფილის სურათის მინიმალური ზომა: 180X180
170 x 170 (დესკტოპი), 128 x 128 (სმარტფონები), 36 x 36 (სხვა მობილურები), 32 x 32 (‘thumbnail’)
გარეკანის სურათის მინიმალური ზომა: 400 x 150 პიქსელი.
820 x 312 (დესკტოპი), 640 x 360 (სმარტფონები), გარეკანის ფოტო ზოგიერთ მობილურებში არ ჩანს.
ყველაზე სწრაფად იტვირთება sRGB JPG ფორმატში 851 პიქსელზე მეტი ზომით სიგანეში, 315 პიქსელი სიგრძეში და 100 კილობაიტზე ნაკლები მოცულობის.
კედელზე გაზიარებული სურათი: რეკომენდირებული ზომა – 1,200 x 630 პიქსელი
პროფილის სურათის რეკომენდებული ზომებია: 110 x 110 პიქსელი, კვადრატული ფორმის 1:1-ზე.
Instagram ‘პოსტების’ ზომები: 1080 x 1080 ჰორიზონტალურად, 1080 x 1350 ვერტიკალურად.
Instagram ‘სთორების’ ზომები: 1080 x 1920 პიქსელი, მოცულობა – 4GB.
Facebook-ის მსგავსად, აქაც პროფილისა და გარეკანის სურათებია საჭირო. პროფილის სურათის გარეშე ‘ანგარიში’ არასერიოზულად აღიქმება და მომხმარებლები ასეთ პროფილებს შლიან.
პროფილის სურათის რეკომენდებული ზომები: 400 x 400 პიქსელი, მოცულობა მაქსიმუმ – 2 მეგაბაიტი JPG GIF ან PNG ფორმატებში.
გარეკანის სურათის ზომები: 1,500 x 500 პიქსელი. მოცულობა მაქსიმუმ – 5 მეგაბაიტი.
გამოქვეყნებული სურათების ზომები: მინიმუმ – 440 x 220პიქსელი; მაქსიმუმ – 1024 x 512.
Loading…