in

„ქალის ადგილი სამზარეულოშია“ – Burger King-მა „ტვიტერზე“ დაწერილი პოსტის გამო, ბოდიში მოიხადა

„ქალის ადგილი სამზარეულოშია“ – ​ქალთა საერთაშორისო დღეს „ტვიტერზე“ დაწერილი ამ პოსტის გამო, Burger King-მა ბოდიში მოიხადა და ტვიტიც წაშალა.

სწრაფი კვების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საერთაშორისო ბრენდის პოსტს სოციალურ მედიაში ნეგატიური გამოხმაურება მოყვა. Burger King-მა ტვიტი გამოქვეყნებიდან 12 საათის შემდეგ წაშალა და ახალი პოსტი დადო, სადაც გადაწყვეტილებას განმარტავდა.

„ჩვენ კარგად გვესმის თქვენი და ბოდიშს გიხდით. ჩვენი მიზანი იყო, ყურადღება გაგვემახვილებინა იმ ფაქტზე, რომ დიდ ბრიტანეთში პროფესიონალი შეფ-მზარეულების მხოლოდ 20%-ს შეადგენენ ქალები და ჩვენ გვსურს, კულინარიული სტიპენდიებით წავახალისოთ ქალები დ გავზარდოთ მათი წილი პროფესიონალურ სამზარეულოებში. ამ მიზანს მომავალში უფრო უკეთ გამოვხატავთ“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ჰერეთის სოფელ ფალდარლოში, შესაძლოა, თამარ მეფის საგანძური აღმოაჩინეს – უახლესი ცნობები

ინფლუენსერ მარკეტინგის 2021 წლის საუკეთესო ციფრული პროგრამები