in

Disney Plus-ის მომხმარებელთა რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა

Disney Plus-ის მომხმარებელთა რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა

„დისნეის“ აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ბობ ჩეპეკმა განაცხადა, რომ კომპანიის სწრაფად მზარდი სტრიმინგ სერვისის მომხმარებელთა რაოდენობამ  100 მილიონს გადააჭარბა.

Ჩეპეკმა განცხადება ყოველწლიურ მეწილეთა შეხვედრაზე გააკეთა, რომელიც წელს ვირტუალურად გაიმართა.

მანვე აღნიშნა, რომ 11 თებერველის მონაცემებით, სერვისს 94 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა და ერთ თვეში ამ ციფრის ზრდა კომპანიისთვის უზარმაზარ მიღწევას წარმოადგენს, რაც, თავის მხრივ, ბიძგს აძლევს „დისნეის“, მეტი დახარჯოს ხარისხიანი პროდუქციის წარმოებაში.

Disney Plus-ი აშშ-ში 2019 წლის 12 ნოემბერს გაეშვა. 16 თვის განმავლობაში სტრიმინგ სერვისი კანადაში, სამხრეთ ამერიკის, დასავლეთ ევროპის, აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებში ეტაპობრივად გახდა ხელმისაწვდომი. 

Როგორც კომპანიაში აცხადებენ, 2021-2022 წლებში ქვეყნებისა და რეგიონების ჩამონათვალის მნიშნველოვანი გაფართოვებაა დაგეგმილი.

მოამზადა ილია სადღობელაშვილმა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ბაიდენის გერმანული ნაგაზი აგრესიული ქცევის გამო თეთრი სახლიდან დელავერში დააბრუნეს

ყველაზე უხუცესმა გარეულმა ფრინველმა 70 წლის ასაკში კიდევ ერთი ნაშიერი გამოჩეკა