in ,

WhatsApp-ის 12 დამალული ფუნქცია, რომელიც დღემდე არ იცოდით

წარმოგიდგენთ WhatsApp-ის განახლებულ ფუნქციებს, რომლებიც აპლიკაციის გამოყენებას ბევრად გაგიმარტივებთ:

  1. ტექსტის ფორმატის ცვლილება – თქვენ შეგიძლიათ ტექსტს მიანიჭოთ „bold“ ან „italicize“ ფუნქციები.
  2. საუბრის წაშლა – 7 დღის შემდეგ, თქვენი „ჩატი“ ავტომატურად წაიშლება, თუ ამ ფუნქციას გაააქტიურებთ, როგორც ეს Snapchat-შია.
  3. შეტყობინებების მონიშვნა – „ვარსკვლავზე“ ხელის დაჭერით თქვენ განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ჩატებს, ნომრებსა და მისამართებს მოინიშნავთ.
  4. გამორჩეული შეტყობინებებიManage Storage-ის საშუალებით თქვენ დაინახავთ ჩატის ე.წ. საუკეთესო მეგობარს, ადამიანს ვისთანაც ყველაზე დიდხანს საუბრობთ.
  5. „მესიჯების“ დეტალები – ამ ფუნქციის გააქტიურებით თქვენ შეძლებთ აკონტროლოთ გზავნილის გაგზავნისა და ნახვის დროები.
  6. „Mute“-ის გააქტიურება – ჩატის ან ჯგუფის შეტყობინებების ნახვა თუ არ გინდათ, შეგიძლიათ, 8 საათით, 1 კვირით ან 1 თვით ჩართოთ Mute-ფუნქცია.
  7. „Online“ სტატუსის გაქრობა – თუ თქვენ არ გსურთ, გამოჩნდეთ ხართ თუ არა აქტიური, შეგიძლიათ პარამეტრებიდან გამორთოთ ფუნქცია.
  8. „Read“-ის გაუჩინარება – თუ არ გსურთ სხვამ ნახოს წაიკითხეთ თუ არა შეტყობინება, შეგიძლიათ ასევე პარამეტრებიდან გამორთოთ ეს ფუნქციაც. თუმცა, ავტომატურად თქვენს გაგზავნილ შეტყობინებაზეც ვერ ნახავთ, წაიკითხეს თუ არა.
  9. ვიდეოებისა და ფოტოების ავტომატური შენახვის გაუქმება – პარამეტრებიდან შეგიძლიათ ეს ფუნქციაც გაააქტიუროთ და ფოტო და ვიდეო მასალა თქვენს გალერეაში ავტომატურად აღარ მოხვდება.
  10. გამოიყენე WhatsApp-ი კომპიუტერზე – ხანგრძლივი საუბრების დროს მისი გამოყენება კომპიუტერზე ან ლეპტოპზე იდენტური ფუნქციებით ძალიან კომფორტულია.
  11. შეარჩიე ხმოვანი ზარები შეტყობინებებისთვის – ამ ფუნქციის საშუალებით შეგიძლია კონკრეტულ ადამიანზე შერჩეული ზარი დააყენო.
  12. საუბრის „ექსპორტი“ – თქვენ შეგიძლიათ მონიშნოთ საუბრის გარკვეული ნაწილი და გადაიტანოთ თანდართული მედიით ან მის გარეშე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ევროპარლამენტარის წინდები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით

ნიკოლოზ ბასილაშვილმა როჯერ ფედერერი დაამარცხა!