in , ,

Astrazeneca-თი ვაქცინაციის შეწყვეტის მიზეზი არ არსებობს – WHO

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ქვეყნებმა Astrazeneca-ს ვაქცინის გამოყენება, თრომბის განვითარების შიშით, არ უნდა შეწყვიტონ, რადგან ამას არაფერი მიუთითებს.

ბულგარეთმა, დანიამ და ნორვეგიამ, სხვა რამდენიმე ქვეყნის მსგავსად, ვაქცინის გამოყენება დროებით შეწყვიტეს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სპიკერმა მარგარეტ ჰარისმა, პარასკევს გაკეთებულ განცხადებაში, თქვა, რომ Astrazeneca შესანიშნავი ვაქცინაა და მისი გამოყენება უნდა გაგრძელდეს.

დაახლოებით, ხუთმა მილიონმა ადამიანმა უკვე მიიღო ეს ვაქცინა ევროპაში. საიდანაც თრომბის 30 შემთხვევა დაფიქსირდა. იტალიაში კი 50 წლის მამაკაცი გარდაიცვალა ღრმა ვენის თრომბოზით.

ჰარისი აღნიშნავს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ამ შემთხვევას სწავლობს, თუმცა მიზეზშედეგობრივი კავშირი ვაქცინასა და განვითარებულ თრომბს შორის არ არსებობს.

“ჩვენი უსაფრთხოების მონაცემების თანახმად, 10 მილიონზე მეტმა ჩანაწერმა ვერანაირი მტკიცებულება ვერ აჩვენა  ფილტვის ემბოლიზმისა თუ ღრმა ვენის თრომბოზის

Astrazencas-ს სპიკერის განცხადება

ვაქცინის გამოყენება დროებით შეწყვიტეს: ბულგარეთმა, დანიამ, ისლანდიამ, ნორვეგიამ, ტაილანდმა, სვსტრიამ და იტალიამ.

დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ავსტრალია და მექსიკა კი Astrazeneca-ს ვაქცინის ადმინისტრირებას აგრძელებს.

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ აღნიშნა, რომ არ არსებობს ჩვენება, რომ ვაქცინა თრომბის განვითარებას იწვევს.

წყარო: bbc.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

კოვიდვაქცინის პირველი დღე – საქართველოში ექიმები და ეპიდემიოლოგები აიცრნენ

როგორ ვაკონტროლოთ მატერიალიზმი ცხოვრებაში