in

ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელი გზა მეწყერსაშიში ზონაა!

თბილისის მერია ლისის ტბიდან ჩამოსასვლელ ახალ გზას ჯერ კიდევ 2019 წლიდან აშენებს. მშენებლობის პროცესი შეფერხებებით მიმდინარეობდა, ვინაიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე რამდენჯერმე წარმოიქმნა სხვადასხვა გეოლოგიური პრობლემა.

დღეს დილით კი სოციალურ ქსელში ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელი გზაზე მეწყერსაშიში პროცესების ფოტომასალა გავრცელდა. საუბარია მთის ფერდობის უზარმაზარ ტერიტორიაზე, რომელიც, როგორც ცნობილია, GWP-ის მილების შეცვლის შემდეგ დაიძრა.

ეს ფართობი რომ მოწყდეს მივიღებთ მილიონ სამასი ათასამდე კუბურ მეტრ მეწყრულ მასას. რაოდენობა ადვილად რომ წარმოიდგინოთ, მაგალითსაც მოვიყვან: მტკვრის განივი კალაპოტი არის 80 მეტრამდე.
მეტრამდე რომ დავფაროთ ამ მასით სიმაღლეში 16.2 კილომეტრზე გაიშლება, ანუ გლდანის ხიდებიდან ორთაჭალის ბოლომდე გაწვდება… ფაქტობრივად, მთელი თბილსის გამაგრებული მტკვრის კალაპოტის ავსებაა შესაძლებელი…

წერს ექსპერტი Otar Alashvili სოციალურ ქსელში

რამდენიმე წუთის წინ თბილისის მერიამ განაცხადა, რომ ინფორმაცია, თითქოს მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან, მეწყრული პროცესის გააქტიურების გამო, იგეგმება მოსახლეობის ევაკუაცია, არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოებაში პანიკის დათესვას.

შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუდმივ რეჟიმში აკვირდება მეწყრულ პროცესს, ხოლო მომავალი კვირიდან კვლევის პროცესში უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან. კვლევისა და მონიტორინგის თითოეულ ეტაპზე საზოგადოებას ოპერატიულად მიეწოდება სრული ინფორმაცია.

ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში

უახლოეს დღეებში გატარდება შესაბამისი ღონისძიებები, რათა დროულად აღდგეს ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა და გადაადგილება იყოს უსაფრთხო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

Nike: ყველა დედას – ყველაზე მაგარი სპორტსმენები თქვენ ხართ!

დინოზავრი კვერცხებით სავსე ბუდეზე – ახალი აღმოჩენა