in ,

მომხმარებელთა უფლებების დაცვის თემებზე ბლოგერების კონკურსი გამოცხადდა

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე, 15 მარტი, 1983 წლიდან მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება და მიზნად მომხმარებლებში საკუთარი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს.

საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პლატფორმა www.finedu.gov.ge-ს ინიციატივით ფინანსური სექტორის 12 ორგანიზაცია წელს პირველად უერთდება ამ მასშტაბურ ღონისძიებას და აცხადებს კონკურსს მომხმარებელთა უფლებების დაცვის თემებზე მიძღვნილი მასალების შესაქმნელად.

კონკურსის ფარგლებში მასალები მიიღება და გამარჯვებულები გამოვლინდება 2 კატეგორიაში:
1. ბლოგპოსტები
2. ვიდეოები.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღის და კონკურსის სლოგანია: „იცოდე შენი უფლებები – იყავი დაცული“.

კონკურსის პირობების შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ან ფინედუს ვებგვერდზე: http://bit.ly/კონკურსი-ფინედუ-15-მარტი

კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:

• I ეტაპზე გადარჩეული 20 ბლოგპოსტი და 20 ვიდეო ფინანსური განათლების პორტალ www.finedu.gov.ge -ზე და შესაბამის facebook გვერდ https://www.fb.com/finedu.gov.ge-ზე გამოქვეყნდება.
• II ეტაპზე კი სულ 24 გამარჯვებული გამოვლინდება – 12 ბლოგისა და 12 ვიდეოს ავტორი.კონკურსის გამარჯვებულებს საინტერესო პრიზები ელოდებათ, მათ შორის: 500 ლარის მოცულობის ანაბრები, 500-ლარიანი ვაუჩერები, ქინდლი, პროექტორი, სქროლერები, ასევე, – ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისადმი – „თბილისი 2015“ მიძღვნილი საკოლექციო დანიშნულების 10 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტები.

კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

საკონკურსო მასალების მიღების ბოლო ვადა კი 29 მარტია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ნიკოლოზ ბირკაძე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა სრული დაფინანსებით მიიღო

უზარმაზარი შუა თითის გამო გოგონას ფოტოებმა ინტერნეტი მოიცვა