in

სიკვდილის შემდეგ, ტვინის ზოგიერთი უჯრედი უფრო აქტიური ხდება

ტვინის ზოგიერთი უჯრედი

როდესაც ადამიანი იღუპება, ტვინში უჯრედების უმეტესობა წყვეტს ფუნქციონირებას, უბრალოდ კვდება. თუმცა ახალი კვლევა განსხვავებულ სურათს გვიხატავს.

კვლევის თანახმად, ე.წ. „ზომბის გენები“ იწვევს ნერვულ აქტივობას და შესაძლებელია ისეთ შედეგამდე მიგვიყვანოს, როგორიც მკვდრის გამოღვიძებაა.

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ჩიკაგოში მდებარე ილინოისის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერთა კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინის ზოგიერთი უჯრედი ჩვენი სიკვდილის შემდეგ აქტიურდება და ზომაში იზრდება. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში Scientific Reports გამოქვეყნებულ ახალ ნაშრომშია წარმოდგენილი.

კვლევაზე კონკრეტული გუნდი მუშაობდა, რომელმაც დაადგინა, რომ უჯრედები რომლებიც უშუალოდ არ უკავშირდებიან ნერვულ სისტემას, სიკვდილის შემდეგ უფრო აქტიურდებიან. ეს სიკვდილის დადგომის შემდეგ მხოლოდ რამდენიმე საათი გრძელდება და უჯრედების ზომაზეც აისახება – ისინი იზრდებიან.

აღსანიშნავია, რომ მეცნიერთა მიერ ოპერაციების დროს მოპოვებული ქსოვილებისა და გარდაცვლილი ადამიანის ტვინის უჯრედების ერთმანეთთან შედარებამ მნიშვნელოვანი სხვაობა აჩვენა. ორგანიზმიდან ასეთ ნიმუშებს, ძირითადად, სიკვდილიდან საკმაოდ დიდი ხნის გასვლის შემდეგ იღებენ. სპეციალისტთა აზრით, სწორედ ეს უნდა იყოს ზემოხსენებული განსხვავების მიზეზი. მათი თქმით, მსგავსი ბიოლოგიური მასალის გამოკვლევამ, შესაძლოა, არასწორ დასკვნებამდე მიგვიყვანოს, ამიტომ სჯობს ცხედარი მოკლე დროში გაიკვეთოს.


წყარო: Futurism.com

მასალა მოამზადა სალომე ეზიაშვილმა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0
როგორ ვისწავლოთ ევროპაში

როგორ ვისწავლოთ ევროპაში IELTS-ის გამოცდის ჩაბარების გარეშე

კატები პატრონის ხმას ცნობენ

კატები პატრონის ხმას ცნობენ, თუმცა ყურადღებას არ აქცევენ – კვლევა