in

ყველაზე გრძელი ფრჩხილების გინესის რეკორდსმენმა ქალმა 30 წლის შემდეგ ფრჩხილები დაიჭრა

აიანა უილიამმა, რომელიც გინესის წიგნში ყველაზე გრძელი ფრჩხილების გამო მოხვდა, 30 წლის შემდეგ ფრჩხილები პირველად დაიჭრა.

აიანა გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში 2017 წელს მოხვდა (სიგრძე 576 სანტიმეტრი იყო). მას ფრჩხილების მოსაწესრიგებლად 2 ბოთლი ლაქი და 20 საათი დასჭირდა. მოჭრამდე უილიამსმა ფრჩხილები გაიზომა და მათი სიგრძე 733 სანტიმეტრი იყო.

„ჩემი ფრჩხილებით თუ მის გარეშე, მე მაინც ვიქნები დედოფალი“

ამბობს უილიამსი

დაჭრილი ფრჩხილები ფლორიდას შტატში „Ripley’s Believe It or Not!“ მუზეუმში გამოიფინება.

ქალის ხელებზე ყველაზე გრძელი ფრჩხილების რეკორდი ჯერ კიდევ ლი რედმონდს ეკუთვნის, რომელმაც მათი ზრდა 1979 წელს დაიწყო. მათ 28 მეტრს მიაღწია, მაგრამ რედმონდმა ისინი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, 2009 წელს დაკარგა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ცვლილებების შემოქმედება – ვებინარი ქალი მეწარმეებისთვის

თბილისს „წიგნის მსოფლიო დედაქალაქის” სტატუსი ექნება