საქართველომ ევროპის გოგონათა მეათე მათემატიკურ ოლიმპიადაზე (EGMO 2021), რომელსაც წელს საქართველომ უმასპინძლა, ქართველმა მოსწავლემ ოქროს მედალი მოიპოვა.
ანა ონოფრიშვილი ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის #199 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა.
სამინისტროს ცნობით, საქართველოს გოგონათა ნაკრები ოლიმპიადაში 2016 წლიდან იღებს მონაწილეობას და კარგ შედეგებს აჩვენებს.
ჯამში, ოლიმპიადის მონაწილე გოგონებიდან თხუთმეტმა ოქროს, ოცდასამმა – ვერცხლის, ხოლო ოცდათხუთმეტმა – ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
დისტანციური ოლიმპიადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტში ჩატარდა და მასში 54 ქვეყნის 213 წარმომადგენელი მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადაში მონაწილე 54 ქვეყანა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია EGMO-ს ისტორიაში.
Loading…