იქიდან გამომდინარე, რომ კოვიდინფიცირების შემთხვევებმა საგრძნობლად მოიმატა, ისრაელი შეზღუდვებს უკვე 3 წელს ზემოთ ასაკის ბავშვებზეც აწესებს. ქვეყანაში მომავალი კვირიდან 3 წელს ზემოთ ასაკის ბავშვებს დახურულ დაწესებულებებში შესვლამდე კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხს ან ვაქცინაციის დამადასტურებელ სერტიფიკატს მოსთხოვენ.
ანტიგენის სწრაფი ტესტის ცენტრებში ტესტირების ჩატარების შემდგომ, ბავშვებს, ე.წ. მწვანე საშვებს მისცემენ, რომელიც 24 საათის განმავლობაში იქნება მოქმედი. სახელმწიფო 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კოვიდტესტებს სრულად დააფინანსებს.
ისრაელში „დელტა ვარიანტის” გავრცელების შემდგომ, კოვიდინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა.
Loading…