თუ შემოდგომა-ზამთრის შვებულებას გეგმავ და ჯერ არ იცი, სად გაატარო. ეს სტატია დაგეხმარებათ, თქვენთვის სასურველი ადგილი მარტივად შეარჩიოთ. ვეცადეთ, ყველაზე ორიგინალური და საინტერესო ტურისტული ადგილები ამოგვერჩია.
გარემო-ს კოტეჯების ფოტოები სოციალურ ქსელებში, ალბათ, ხშირად გინახავთ. შეუძლებელია, დანახვისთანავე არ მოიხიბლოთ და რაჭაში გამგზავრება არ მოგინდეთ.
გარემო მომხმარებელს რამდენიმე სახის კოტეჯს სთავაზობს.
პირველი – კოტეჯი ხეზე, რომელიც 2 პერსონაზეა გათვლილი, არის სრულად იზოლირებული ყველაფრით. კოტეჯში არის პატარა მისაღები, პანორამული ხედით, სამზარეულო, აბაზანა – ასევე პანორამული ხედებით და საძინებელი ანტრესოლში.
კოტეჯს აქვს აივანი,სადაც შეგიძლიათ, სიმშვიდით დატკბეთ. კოტეჯის ფასი 1 ღამე 200 ლარს შეადგენს.
ეზოში დაგხვდებათ ძაღლი და ფისო.
პატარა კოტეჯი – იზოლირებული ყველაფრით, აქვს თავის პატარა სამზარეულოს კუთხე და აბაზანა, სტუდიოს ტიპის მისაღები, სადაც განთავსებულია დივანი, ღუმელი, ტელევიზორი და კონდიციონერი. აქვს საძინებელი 2 პერსონაზე მანსარდაში პანორამული ხედით. კოტეჯის ღირებულება 1 ღამე 150 ლარია.
დიდი კოტეჯი – რომლის პირველ სართულზე დაგხვდებათ ბუხარი, რაც ძალიან მყუდრო და ინტიმურ გარემოს შეგიქმნით.
Fringe Cabins-ის ულამაზესი კოტეჯები მდებარეობს რაჭაში, კერძოდ, ამბროლაურში მდინარე კრიხულასა და ბერდიას ტბის ზღვარზე.
ხავსიან კოტეჯეში (ჰობიტონში) დგას ერთი ორკაციანი საწოლი და გასაშლელი დივანი, სადაც ასევე 2 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. კოტეჯის ღირებულება 250 ლარია.
მეორე კოტეჯში (ესგაროთი), რომელიც დგას ტბის პირას, იგივე პრინციპით იმდენივე ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ფასიც იგივეა.
კოტეჯებში არის სამზარეულო, სადაც შეგიძლიათ თავად მოამზადოთ საჭმელი.
3. Merisi
Merisi ინოვაციური ტურისტული პროექტია და აერთიანებს სხვადასხვა დიზაინის ბუტიკების კოტეჯებს. აქ დაგხვდებათ შუშის საძინებლიანი კოტეჯი მთის პირას, ულამაზესი პანორამული ხედებით, ჯაკუზითა და ჰამაკით ვერანდაზე.
კოტეჯები მდებარეობს ულამაზეს სოფელ მერისში 850 მეტრის სიმაღლეზე, ბათუმიდან 50 კმ-ის დაშორებით. სამკურნალო კლიმატის გარდა, მთის სუფთა ჰაერით, ასევე ეს ხეობა მდიდარია მინერალური წყლებით. გარდა ამისა, ციცაბო ფერდობზე უზარმაზარი ექვსმეტრიანი საქანელა დგას, რომელიც სასტუმროს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი გახდა.
მერისი რამდენიმე კოტეჯს მოიცავს, რომელთა ფასები 300-დან 500 ლარამდე მერყეობს და მათ შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ ვებგვერდზე.
მესტიაში გამგზავრებას თუ გეგმავთ, აუცილებლად უნდა ესტუმროთ ბუდე-ს, რომელიც მართლაც რომ შესანიშნავი ბუდეა როგორც წყვილებისთვის, ისე – სამეგობროსთვის.
კოტეჯების ფასები იწყება 130 ლარიდან 270 ლარამდე.
ორადგილიანი კოტეჯი 130ლარი, სამადგილიანი 180 ლარი, ოთხადგილიანი 240 ლარი, ხუთადგილიანი 270 ლარი ღირს. ერთ პერსონაზე საუზმის ღირებულება 15 ლარია.
ბუდე მდებარეობს მესტიის ცენტრიდან სამ კილომეტრში.
Glamping Georgia მდებარეობს რაჭაში, ამბროლაურის რაიონის სოფელ კრიხში.
კარვების ფასები იწყება 130 ლარიდან 2 პერსონაზე, 4 პერსონა – 200, 5 პერსონა – 250 ლარი. Საუზმე 1 პერსონა 20 ლარი. კარვებში არის სამზარეულო. კარვების ფასების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ, ნახოთ ვებგვერდზე, სადაც ასევე შესაძლებელია ჯავშნის გაფორმება.
„ჰაერის“ ულამაზესი კოტეჯები მდებარეობს ზემო რაჭაში. ოქროსფერ შემოდგომას ხომ ყველაზე მეტად უხდება მყუდრო და კომფორტული კოტეჯი მთაში, საოცარი ხედებით.
Loading…