in

Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრეაქსელერატორის დემო დღეზე 16 სტარტაპი წარდგა

Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრე-აქსელერატორის მონაწილე სტარტაპებმა დემო დღეზე სამთვიანი ინტენსიური მუშაობის შედეგები ინვესტორებისა და სტუმრების წინაშე წარადგინეს.

„სტარტაპ პრეაქსელერატორი უკვე მეორედ ტარდება. ეს არის კარგი შესაძლებლობა სტარტაპებისთვის, რათა მათ შეძლონ და განავითარონ თავიანთი სტარტაპები და მეორე მხრივ, ეს დემო დღე კარგი შესაძლებლობაა ინვესტორებისთვის, რომ ადრეულ ეტაპზე მყოფ სტარტაპებში განახორციელონ ინვესტიცია და კიდევ უფრო გააძლიერონ ისინი“, – განაცხადა Impact Hub Tbilisi-ს თანადამფუძნებელმა ქეთი ებანოიძემ.

Impact Hub-მა პრეაქსელერაციის პროგრამაში განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი 20 ტექნოლოგიური სტარტაპი შეარჩია და მათ სამი თვის განმავლობაში განვითარებაში ეხმარებოდა. შედეგად სტარტაპებმა ფასეული შეთავაზებები, ბიზნესმოდელი, ფინანსური გეგმა, საკომუნიკაციო სტრატეგია, ბაზარზე შესვლის სტრატეგია, ფიჩდეკი და საინვესტიციო წინადადება ჩამოაყალიბეს.

მონაწილე სტარტაპები:

  • AMBRY – ბლოკჩეინზე დაფუძნებული ანალიტიკური AML პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს როგორც ფინანსურ სექტორებს და ბანკებს, ასევე კრიპტოპლატფორმებს, შეამოწმონ და აკონტროლონ კრიპტოტრანზაქციები და მისამართები.
  • MEDU – სამედიცინო საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც ამარტივებს და ხელმისაწვდომს ხდის პროფესიული კომუნიკაციისა და გამოცდილების გაზიარების პროცესს.
  • WEMPLER – პლატფორმა, რომელიც აკავშირებს ერთჯერად დამხმარეებს ერთჯერადი დახმარების მსურველებთან.
  • SPACEM – რესტორნის ოპერაციების გაციფრულებისა და ავტომატიზაციის პლატფორმა.
  • CARLINK – მანქანის მონაცემთა ანალიტიკაზე დაფუძნებული ავტო ასისტენტი, რომელიც ზოგავს დროს და ფინანსებს.
  • PHARAO – ნამდვილი ადამიანების 3D ავატარების ციფრული ბიბლიოთეკა.
  • SETPLACE – გადასაღები ლოკაციების დაჯავშნისა და გაქირავების პლატფორმა.
  • WORKIN – პლატფორმა პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერებისა და ტექ. რეკრუტერებისთვის. ჩვენ ვამარტივებთ რეკრუტირების პროცესს, ვეხმარებით ბიზნესს ზრდაში და ხარისხის გაუმჯობესებაში.
  • SPICEAPP – პლატფორმა, სადაც მოკლევადიანი უცხოელი ვიზიტორები, ადგილობრივი კომპანიებისგან ფასდაკლებებსა და სპეციალურ შეთავაზებებს მიიღებენ.
  • LAWFORMER – მანქანურ სწავლებაზე დაფუძნებული იურიდიული ტექ. პლატფორმა, რომელიც ამარტივებს ხელშეკრულებების შექმნის და სამართლებრივი კვლევის პროცესს მუხლების ციფრული ბიბლიოთეკის, ხელშეკრულების შესაქმნელი სმარტ ხელსაწყოსა და სასამართლო ქეისების მოკლე მიმოხილვების საშუალებით. 
  • DIDGE – ქლაუდზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ეხმარება მცირე და საშუალო მეწარმეებს, ქონთენთის გენერირებით და ოპტიმიზებით, გააძლიერონ მათი ონლაინ ხილვადობა სოც. მედიაში და საიტებზე.
  • COSTY – სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის შედგენის, ანალიზისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვების ონლაინ პლატფორმა.
  • COLLAB2B – მულტიფუნქციური B2B გაყიდვების პლატფორმა, რომელიც სპეციალიზებულია ელექტრონულ კომერციასა და საბითუმო ვაჭრობაში და აერთიანებს ვაჭრობისთვის საჭირო ყველა სერვისს.
  • NOMADERIA – პლატფორმა, რომელიც დისტანციურად მომუშავე მოგზაურებს დაეხმარება მათი ინტერესების შესაფერისი ქვეყნის შერჩევაში, სამოგზაურო დოკუმენტების მომზადებაში, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების შერჩევაში, საჭირო კავშირების დამყარებაში და ა.შ.
  • TASTEIT – სოციალური ქსელი რესტორნებისა და მათი მომხმარებლებისთვის.
  • LYNX – ვებ. გვერდი, რომელიც აკავშირებს მცირე და საშუალო ბიზნესებს ფინანსურ ინსტიტუტებთან, ბიზნეს სესხის გაცემის გასამარტივებლად.

სტარტაპების ახალი ნაკადის განაცხადების მიღებას Impact Hub Tbilisi სექტემბრიდან იწყებს. პროგრამაში ჩასართავად საკმარისია, ტექნოლოგიური სტარტაპი განვითარების ადრეულ ეტაპზე იყოს

სტარტაპ პრე–აქსელერატორის პროგრამა „თიბისი ბანკის“ პროგრამა „სტარტაპერის“ მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას.

სტარტაპ პრე-აქსელერატორი Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ  2021 წელს დაფუძნდა. გუნდმა სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში და, მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩამოაყალიბა ლოკალური პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. 

პირველი ნაკადის დემო დღე 2021 წლის ივნისში გაიმართა, პროგრამაში მონაწილე სტარტაპებმა საერთო ჯამში 500.000 ლარის ინვესტიცია/გრანტი მოიპოვეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

Tasteit – აპლიკაცია, რომელიც ადამიანებს კულინარიული გემოვნების მიხედვით აკავშირებს

Teslavideomedia.com-ის ფინანსური პირამიდა ჩამოიშალა