in ,

re:educate − სივრცე, სადაც მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი ტექპროფესიები შეისწავლება

ყოველდღიურად იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებმაც კოდის წერა იციან და, ამავდროულად, საგანმანათლებლო დაწესებულებები ვერ ახერხებენ ამ მასშტაბით ადამიანების მომზადებას. სწორედ ამ რეალობის საპასუხოდ შეიქმნა re:educate − სივრცე, სადაც შეისწავლება მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი ტექპროფესიები და მოსახლეობას ეძლევა საშუალება, რეალურ პროექტებში მონაწილეობით მნიშვნელოვნად გაზარდონ საკუთარი შემოსავლები და თავიანთი წვლილი შეიტანონ გლობალურ-ციფრულ რევოლუციაში. 

„თუ ორი წლის წინ, საქართველოში საშუალო დონის პროფესიონალს ნახევარ განაკვეთზე თავისუფლად ვიპოვიდი 5000 ლარად, შარშან, ანუ ერთი წლის შემდგომ, საქართველოში ტექგიგანტების შემოსვლამ გამოიწვია ის, რომ იგივე დონის ტექპროფესიონალს ნახევარ განაკვეთზე უკვე 8000 ლარს სთავაზობდნენ“ – აცხადებს venue.ge-სთან ინტერვიუში re:educate-ის CEO, ნინა მიქაძე.

რა საქმიანობას ეწევა და რა არის re:educate-ის მიზანი?

პროექტის მიზანია 500 000 ადამიანის გადამზადება 5 წლის ვადაში.

ვინ ქმნის re:educate-ს?

re:educate-ს ფლობს ვენჩერ სტუდია re:invent-ი, რომლის დამფუძნებელი პავლე მგელაძეა. მისი მიზანია, იპოვოს, დააფინანსოს და დაეხმაროს ტექნოლოგიურ სტარტაპებს გლობალურ ციფრულ ბაზარზე გასვლაში.  

რამდენ სასწავლო კურსს სთავაზობს კომპანია მომხმარებელს და ვინ არიან ტრენერები? 

ეტაპობრივად რე:ედუქეითი დაამატებს ყველა მოთხოვნად მიმართულებას, რომელიც ბაზარზე არსებობს. ამ ეტაპზე, გაცნობითი 5 ძირითადი მიმართულება გვაქვს: პროგრამირების რე:სტარტი, კიბერუსაფრთხოება და ეთიკური ჰაკინგი, 3D გრაფიკა და NFT რევოლუცია, მეტავერსის შესაძლებლობები, ავტომატიზებული ტესტირებისა და ხარისხის კონტროლის მოდული.

ვის შეუძლია კურსებზე დასწრება?

ნებისმიერ მსურველს, ვინც დარეგისტრირდება. 

არის თუ არა აუცილებელი კურსებზე რეგისტრაციისთვის უმაღლესი განათლება ან მინიმალური ცოდნა ტექს სფეროში?

არანაირი ცოდნა არ არის საჭირო, ნულიდან ვასწავლით. 

რომელ სფეროებში შეძლებენ დასაქმებას re:educate-ის კურსდამთავრებულები?

ტექსფეროში, იმ კონკრეტული პროფესიით, რომელსაც პირველი გაცნობითი საფეხურის შემდგომ გააზრებულად აირჩევენ. 

გეგმავს თუ არა re:educate კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობას?

ჩვენ რე:ინვთის ოჯახის ფარგლებში, ამ ეტაპზე, 40 ტექნოლოგიური სტარტაპი გვყავს, რომლთაც მუდმივად სჭირდებათ სხვადასხვა ტექპროფესიონალი. ამას გარდა, გვყავს პარტნიორი კომპანიები, რომლებიც დაინტერესებული არინ კვალიფიციური კადრის აყვანით, ჩვენ რეკრუტირებით დავეხმარებით ჩვენს გადამზადებულ პარტნიორებს. 

არის თუ არა ფასდაკლებები ან უფასო კურსებო სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის? 

სამომავლოდ, გვექნება უფასოდ სწავლა და შემდგომ ხელფასიდან გადახდა. ასევე ვმუშაობთ სხვადასხვა სექტორთან ერთად სწავლის დაფინანსების შესაძლებლობაზე. 

რა არის კომპანიის სამომავლო მიზანი, სად იქნება კომპანია 5 წელში?

5 წელი ჩვენი განვითარების მივუძღვენით ელეონორას. ელეონორას ერა რე:ედუქეითის განვითარების ბოლო სტადიაა, რომელიც უსასრულოდ გაგრძელდება. ამ ეტაპზე, მთავარი ძალისხმევა ყველა სასწავლო მოდულის მასშტაბირებისკენ იქნება მიმართული. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რე:ედუქეითის მასშტაბირებას აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ოკუპირებულ რეგიონებში.

ელეონორა მაგალითი იყო იმისა, თუ როგორ შეიძლება, ერთი შეხედვით, გამოუვალი მდგომარეობა სიმამაცითა და მოხერხებულობით დაიძლიოს. 1905 წლის 17 ოქტომბრის მანიფესტის შემდეგ, ორგანიზაციამ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ბათუმის კომიტეტის სოხუმის ჯგუფმა (რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო ელეონორა) რეალურად ხელში აიღო ქალაქ სოხუმის მმართველობა და ჩაანაცვლა მეფის ხელისუფლების თითქმის ყველა სტრუქტურა.

ამის გამო 1908 წელს იგი პირველად დააპატიმრეს. 1917 წლამდე კიდევ სამჯერ იყო დაპატიმრებული. ჩვენც, მსგავსი შეუპოვრობით ვუდგებით ჩვენი გაწერილი გეგმების აღსრულებას.

საერთაშორისო ბაზარი

მსოფლიო  ბანკის  მონაცემებით,  მსოფლიო  სამუშაო  ძალა  შეადგენს  3.4 მილიარდ ადამიანს,  საიდანაც  პროგრამისტი  მხოლოდ  27.7  მილიონი,  ანუ  1%-ზე  ნაკლებია.  ამ  1%-ს  უწევს დღეს  ყველანაირი ციფრული პროდუქტისა და სერვისის შექმნა. 

შესაბამისად,  მსგავსი  ასიმეტრია მსოფლიო  შრომის  ბაზარზე  ჯერ  არასოდეს  ყოფილა. 2022 წლის მონაცემებით ტექპროფესიონალები მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი კადრების ტოპ სამეულში შედიან. დღესდღეობით მათზე მოთხოვნის გაზრდამ გამოიწვია მათი შემოსავლების რადიკალური ზრდა.

საქართველოში დღესდღეობით ოპერირებს რამდენიმე მსხვილი საერთაშორისო ტექგიგანტი – მათ მიერ შეთავაზებული ანაზღაურება იმდენად მაღალია, რომ საქართველოში ოპერირებადი ტექბიზნესებისთვის ძალიან რთულია მაღალკვალიფიციური კადრების მოძიება. ისედაც, მსოფლიოში მიმდინარე პროფესიებზე მოთხოვნა ზრდადია და 2026 წლისთვის 4-ჯერ მეტი იქნება, ვიდრე სხვა პროფესიებზე.

მხოლოდ  ამერიკაში,  4.8  მილიონი  ღია  ტექ ვაკანსიაა,  რომელთა  დიდი  ნაწილიც  შესაძლებელია,  დისტანციურად  დაკმაყოფილდეს.  ცოტას  თუ  ესმის,  რომ  საქარველოს  სამუშაო  ძალა  1.5  მილიონი  ადამიანია  და  ყველამ რომ  კარგად  იცოდეს  კოდის  წერა,  მხოლოდ  ამერიკის  ბაზრის  მოთხოვნის  მესამედსაც  ვერ  დააკმაყოფილებდნენ.

დღეს საქართველოში ყველაზე ხშირი სახელფასო მედიანა არის 800 ლარი. ხოლო დამწყები ტექ პროფესიონალების საშუალო ხელფასი 1000 ლარია. უდაოა, რომ ტექპროფესიების შესწავლა დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე დიდი შესაძლებლობაა მომავლის უზრუნველსაყოფად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

უახლესი პერიოდის ქართველი მოქანდაკეების შთამბეჭდავი გამოფენა „მუზაში“

„მზის სახელით“ – დედის გარდაცვალების შემდეგ შექმნილი საქველმოქმედო ფონდი