in , , , ,

Mindfit – ქართული პლატფორმა, რომელიც თქვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე იზრუნებს

მალე, ქართულ ბაზარზე ახალი პლატფორმა Mindfit ჩაეშვება, რომელიც ფსიქოთერაპევტებსა და იმ ადამიანებს დააკავშირებს, რომელთაც მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება სურთ. პროექტზე ანა ღვინიაშვილი და სალომე ძაგნიძე მუშაობენ.

–    რა პროდუქტზე მუშაობს თქვენი სტარტაპი, და რას სთავაზობს მომხმარებელს? 

“მაინდფიტი” არის პირველი ქართული მენტალური ჯანმრთელობის პლატფორმა, რომელიც დააკავშირებს ფსიქოთერაპევტებსა და ყველა იმ ადამიანს, რომელთაც მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება სურთ. “Მაინდფიტზე” მომხმარებლებს შეეძლებათ დაჯავშნონ ვიდეო კონსულტაცია და მიიღონ დისტანციური მომსახურება. კონსულტაციის ფასი დამოკიდებულია სპეციალისტის გამოცდილებაზე. 

–    როგორ გაჩნდა სტარტაპის იდეა?

ვფიქრობთ, რომ ყველაფერი პირადი გამოცდილებიდან იწყება. ერთ დღესაც აღმოვაჩინეთ, რომ ორივეს საკმაოდ რთული პერიოდი გაგვივლია გასული წლების მანძილზე, რაც განპირობებული იყო ბევრი ფაქტორით: პანდემია, უცხო ქვეყანაში ცხოვრება (სადაც მზის მეხუთედს იღებ საქართველოსთან შედარებით). გაგვიმართლა, რომ ერთმანეთი გვყავდა, მაგრამ ზოგჯერ მეგობრების თანადგომის გარდა, დამატებითი დახმარებაც გვჭირდება. Სპეციალისტის, რომელსაც გაცილებით უფრო მეტის დანახვა შეუძლია, ვიდრე ჩვენს მეგობრებს. 

უცხო ქვეყანაში, სპეციალისტის მოძიება ძალიან რთული აღმოჩნდა, შემდეგ საქართველოშიც ვცადეთ, მაგრამ არც ესაა მარტივი. მივხვდით, რომ მნიშვნელოვანი იყო ისეთი პლატფორმის შექმნა, სადაც ადამიანებს შეეძლებოდათ მაღალკვალიფიციური სპეციალისტის პოვნა. Ასე დაიბადა მაინდფიტი. 

–    რამდენი ადამიანი მუშაობთ პროექტზე?

ამ პროექტზე ვმუშაობთ ორი მეგობარი, ანა და სალომე. ერთმანეთს ესტონეთში შევხვდით ოთხი წლის წინ, თანაკურსელები ვიყავით სამაგისტრო პროგრამაზე, რომელიც დაფინანსებული იყო ესტონეთის მთავრობის მიერ. ყოველთვის გვსურდა რაღაც კარგი გაგვეკეთებინა საქართველოსთვის, მაგრამ ისე აღმოჩნდა, რომ ორივემ სხვა ქვეყნის წამყვან ორგანიზაციებში გავაგრძელეთ კარიერული წინსვლა. (ანა ბოლტში მუშაობს, სალომე – ერიქსონში). 

–    რას ნიშნავს თქვენი სტარტაპის სახელწოდება?

Ძალიან სასიამოვნოა, რომ საქართველოში, ბოლო პერიოდში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ხდება. Ჩვენი მიზანია ხელი შევიწყოთ ამ ტრენდს, მაგრამ განსხვავებული მიმართულებით – მენტალური ჯანმრთელობა. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ‘ფიტნესი’ თანაბრად მნიშვნელოვანია. Სწორედ ეს იდეა დგას ჩვენი სტარტაპის სახელის მიღმა. 

–    რას გეგმავთ მომავალში?

Ჩვენს ბიზნესს სოციალიური დატვირთვაც აქვს და გვსურს, რომ დადებითი გავლენა მოვახდინოთ მენტალური ჯანმრთელობის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე. Სამწუხაროდ, დღეს ეს თემა ისევ ტაბუდადებულია და დარწმუნებულები ვართ, რომ “მაინდფიტი” ამას მალე შეცვლის. aსევე, იმედი გვაქვს, რომ ეს პლატფორმა წარმატებული იქნება საქართველოში და ბევრ ემიგრანტსაც დაეხმარება. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

28 წლის მარიამ მაღლაკელიაძე ნიუ ჯერსის უნივერსიტეტის ასოცორებული პროფესორი გახდა

Tasteit აპში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო