აპლიკაცია Tasteit, რომელიც ადამიანებს კულინარიული გამოვნების მიხედვით აკავშირებს, ხელმისაწვდომია როგორც Android-ის, ისე iOS-ის მომხმარებლებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ, აპლიკაცია გადმოტვირთოთ და თქვენი პირადი გემრიელი თავგადასავალი დაიწყოთ.
როგორ მუშაობს Tasteit?
Tasteit ცვლის გაცნობის აპლიკაციების მუშაობის პრინციპს და ადამიანების დამაკავშირებლად იყენებს საჭმელს. გაცნობის აპლიკაციებისგან განსხვავებით, პიროვნებების ნაცვლად, შეგიძლიათ, დაალაიქოთ კერძები/სასმელები და გახდეთ მათი გამომწერები.
Tasteit ახალი გემოების აღმოჩენასთან ერთად, ახალი ადამიანების გაცნობის საშუალებასაც გაძლევთ, კერძოდ, შეგიძლიათ, კომუნიკაცია დაამყაროთ იმ მომხმარებლებთან, რომლებსაც ზუსტად თქვენი მსგავსი კულინარიული გემოვნება აქვთ და გახდეთ Foodmate-ები. რას ნიშნავს ეს – მაგალითად, თუ თქვენ მოგეწონათ რესტორან „ქართლის დედის“ ქალაქური ხინკალი და 25 წლის ალექსანდრესაც მოეწონა ზუსტად იმავე რესტორნის იგივე ხინკალი, თქვენ ხდებით Foodmate-ები და შეგიძლიათ, წახვიდეთ და დააგემოვნოთ ის ხინკალი, რომელმაც აპლიკაციაში ერთმანეთი გაპოვნინათ.
გამოდის, Tasteit გაცნობის აპლიკაციაა?
Tasteit არ არის კლასიკური გაცნობის აპლიკაცია, რადგან ადამიანებს აკავშირებს კულინარიული გემოვნების მიხედვით, ყოველგვარი რომანტიკული ჩარჩოს გარეშე.
რატომ უნდა გადმოწეროთ Tasteit?
- წარმოიდგინეთ, გინდათ ახალი ადამიანების გაცნობა, მაგრამ არ გინდათ გაცნობის აპლიკაციების გამოყენება, რადგან ისინი გარკვეულ რომანტიკულ ჩარჩოებში გაქცევენ და შეხვედრაზე, რომელიც პაემნად აღიქმება, უხერხულობა გექმნებათ. Tasteit სწორედ ამ ჩარჩოებისგან გათავისუფლებთ, რადგან არ არის კლასიკური გაცნობის აპლიკაცია, აკავშირებს Foodmate-ებს, რომლებსაც კონკრეტული კერძის სიყვარული აერთიანებთ და მათი შეხვედრა არა პაემანი, არამედ უბრალოდ Foodmate-ის გაცნობაა.
- წარმოიდგინეთ, ძალიან გშიათ, მაგრამ არ იცით, რა გშიათ. Tasteit გაძლევთ სივრცეს, სადაც თქვენი კვების ტიპის შესაბამის უამრავ კერძს აღმოაჩენთ და გემოების სამყაროში იმოგზაურებთ. Tasteit იქნება თქვენი გზამკვლევი კულინარიულ ჯუნგლებში და დაგეხმარებათ, მიხვდეთ, რა გშიათ.
- წარმოიდგინეთ, მოგზაურობთ მარტო (საქართველოში ან ფარგლებს გარეთ) და გინდათ, გაიცნოთ ადგილობრივები და ასევე დააგემოვნოთ ადგილობრივი სამზარეულო. Tasteit შემოგთავაზებთ თქვენს ლოკაციასთან ახლოს მდებარე კვების ობიექტებსა და ადამიანებს და მარტივად შეძლებთ მათთან კომუნიკაციის დამყარებას.
- წარმოიდგინეთ, ხართ ვეგეტარიანელი, ვეგანი, პესკეტარიანელი, პალეოტარიანელი ან ფრუტარიანელი, ერთი სიტყვით, კვების არასტანდარტული მოდელის მიმდევარი და გიჭირთ თქვენზე მორგებული კერძების პოვნა. Tasteit აპლიკაცია ერთ სივრცეში გთავაზობთ და, სპეციალური ფილტრების საშუალებით, გეხმარებათ ზუსტად თქვენი კვების ტიპის შესაბამის საჭმელი მარტივად შეარჩიოთ.
- კვების ობიექტებისთვის ეს იქნება ერთიანი სივრცე პირდაპირი სამიზნე აუდიტორიით, სადაც შეძლებენ, თავიანთი ექსკლუზიური და გამორჩეული კერძები მომხმარებელს კრეატიული გზებით წარუდგინონ, დააინტერესონ, მოიზიდონ ახალი აუდიტორია და რაც შეიძლება ბევრი გამომწერი დააგროვონ თავიანთი კვების ობიექტის თითოეული კერძისთვის.
აუცილებლად გადმოწერე Tasteit, დაიწყე შენი პირადი კულინარიული თავგადასავალი და გააზიარე შთაბეჭდილებები. დაელოდეთ შეთავაზებებს პარტნიორი რესტორნებისგან და – ახალ ფუნქციებს, რომლებიც თქვენს მოგზაურობას კიდევ უფრო სახალისოს გახდის და რაც მთავარია.
გადმოწერე აპლიკაცია iOS–ზე 🥑
გადმოწერე აპლიკაცია Android-ზე 🥑
Loading…