ყატარის ავიახაზები ასი ათას ექიმს ავიაბილეთით ასაჩუქრებს. ბილეთები კორონავირუსთან ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლ ექიმებს გადაეცემათ.
უფასო სამგზავრო ბილეთის მიღება მსოფლიოს ნებისმიერ მედიკოსს ბმულზე რეგისტრაციით შეუძლია. ასევე, ექიმებს 35%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეეძლებათ დოჰაში, ჰამადის საერთაშორისო აეროპორტში განთავსებულ Duty Free მაღაზიებში.
თითოეულ ქვეყანაში, ბილეთები მოსახლეობის მიხედვით განაწილდა. კამპანია, დოჰას დროით, 12 მაისს, 00:01 საათზე დაიწყო და 18 მაისს, 23:59-ზე მთავრდება.
ბილეთების დაჯავშნა უნდა განხორციელდეს 26 ნოემბრამდე, მგზავრობა ძალაშია 2020 წლის 10 დეკემბრამდე.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე.
Loading…