მონსტრების ანბანი ხომ არ გესიამოვნებოდათ. სათაურში დასმულ კითხვას აქვე ვუპასუხებთ – რა თქმა უნდა. ფრილანსერმა დიზაინერმა ქეით (ნიქაბაძე) ალუკარდმა ქართული ანბანი საყვარელ მონსტრებად აქცია და საინტერესო პროექტიც შემოგვთავაზა. მონსტრებით დაინტერესება კი, ბავშვობიდან იღებს სათავეს – საშინელებათა ფილმები, მულტფილმები და ზებუნებრივი არსებები არტისტის ინსპირაციის წყაროდ იქცა.
„რაც ბავშვები გამიჩნდა, სულ მეფიქრებოდა მონსტრების ანბანის პროექტზე. საღამოობით, როცა იძინებდნენ და სამუშაოდ დრო მიჩნდებოდა, განსატვირთად ვაკეთებდი ხოლმე თითო-ოროლა ასოს. მთელი ანბანის გაკეთებას არც ვგეგმავდი“
ქეით ალუკარდი
არ გეგმავდა, თუმცა, მონსტრების ანბანი 33 ღირსეული წევრისგან შედგება. თითოეული ასო ცალკე პერსონაჟია და როგორც ავტორი ამბობს, არცერთი მათგანი არ არის „ბოროტი“.
„ძალიან მიყვარს ქართული ანბანი და ეს ჩემი სიყვარულის გამოხატულებაა მის მიმართ“.
ქეით ალუკარდი თვითნასწავლი გრაფიკული დიზაინერია, რომელიც ბოლო 6-7 წელია, სხვადასხვა საინტერესო პროექტებით გვანებივრებს. მათ შორისაა, ფილმარტები და ეროტიული ნახატების სერია.
მონსტრების ანბანის სრულად სანახავად ეწვიეთ მის პორტფოლიოს.
Loading…