ჩინური კომპანია ByteDance-ის მოგება, რომელიც აპლიკაცია TikTok-ის მფლობელია 130%-ით გაიზარდა და 5,6 მილიარდ დოლარს გაუტოლდა.
Reuters-ის ინფორმაციით, კომპანია წელს ჯამური მოგების 200 მილიარდ იუანამდე ზრდას გეგმავს, რაც მთავარი კონკურენტის Tencent-ის მოგების მოცულობის ნახევარია.
რა გახდა შემოსავლების მკვეთრად გაზრდის მიზეზი
მკვეთრად გაზრდილი შემოსავლის მიზეზი, ByteDance-ის სხვადასხვა აპლიკაციაზე გაზრდილი მოთხოვნა და ამ გზით რეკლამის მოცულობის ზრდა გახდა.
კომპანიის მიერ გამოშვებული რამდენიმე აპლიკაცია ახალი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში განსაკუთრებულად მაღალი მოთხოვნითა და პოპულარობით სარგებლობდა. ჯერ კიდევ იანვარში, ჩინეთში 10 ყველაზე პოპულარული აპლიკაციიდან 6 სწორედ ByteDance-ის მიერ იყო შექმნილი.
Loading…